სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/vbnm%20bn.jpg

სტიქიამ ბორითის თემი დააზარალა

17 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად, ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზარალებული სოფლები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, სტიქიის შემსწავლელი კომისიის წევრებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა. 
შესაბამისი კომისია ითვლის ზარალს.
ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მესამე სტიქიიაა, რომელმაც, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ამჯერად ბორითის, ღორეშის და სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს სერიოზული ზიანი მიაყენა. 

 

 

 

ნანახია: 2274 - ჯერ