სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0289.JPG

დაზარალებულ ოჯახს ხარაგაულის მერიამ სახლი შეუძინა

მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეჟათუბანში მცხოვრებ დაზარალებულ თამაზ კაკიაშვილს მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი სახლი შეუძინა. 
სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში თამაზ კაკიაშვილის სახლი ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან და საცხოვრებლად უვარგისი გახდა.
ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული დაზარალებული ოჯახის პრობლემების შესწავლაში, პირადად მიულოცეს ახალმოსახლეობა კაკიაშვილების ოჯახს.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სახლის შესაძენად 10 000 ლარი ჩაირიცხა.

ნანახია: 6091 - ჯერ