სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/agdhfhjkfhl.jpg

ხარაგაულში პროფესიული განათლების ცენტრის გახსნა იგეგმება

EUCEN “-ის  საერთაშორისო  საგანმანათლებლო  ევრო  აკრედიტაციის    მფლობელი საქართველო-უკრაინის  სოციალურ  ურთიერთობათა   ინსტიტუტის  არაფორმალური  პროფესიული  განათლების  ცენტრი, ხარაგაულში  პროფესიული განათლების ცენტრის გახსნას გეგმავს. სასწავლებელში  გასაუბრების    საფუძველზე     IX  და  XII   კლასდამთავრებულები, ასევე  X, XI, XII  კლასის  მოსწავლეები მიიღებიან.  დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ  დაეუფლონ შემდეგ   სპეციალობებს: კომპიუტერული ტექნოლოგიები; კომპიუტერული  ინჟინერია; დაცვა-პატრულირება; გარემოს დაცვა; კრიმინალისტი; ბანკის ოპერატორი; ფარმაცევტის თანაშემწე; კბილის ტექნიკოსი; სამკურნალო მცენარეების  დამამზადებელი; ხილ-ბოსტნეულის პირველადი  გადამამუშავებელი; ვეტერინარი; ბაგა-ბაღის  აღმზრდელი; კორესპონდენტი; გიდი, ტურიზმი.  

სასწავლებელში სწავლება  სამწლიანია. სასწავლო გადასახადი   წელიწადში  700  ლარი. კურსდამთავრეულები მიიღებენ   სასწავლო პროგრამის  გავლის  დამადასტურებელ  სამენოვან, ოქროსბეჭდიან დიპლომს.

მოქმედებს   თანხების ეტაპორივად გადახდა. ასევე, 30-50-70  და 100-პროცენტიანი  გრანტები;  უფრო  მეტიც, პირველი კურსის  წარჩინებით  დახურვის   შემთხვევაში, სტუდენტები არა მარტო  გათავისუფლდებიან გადასახადისაგან, არამედ, სასწავლო  სტიპენდიასაც მიიღებენ.    საყურადღებოა, რომ   თანხის  გადახდაში  შეღავათებით  სარგებლობენ  ლტოლვილები,  საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი  ოჯახის   წევრები და  მრავალშვილიანები.

აღსანიშნავია, რომ  საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტი, 2009 წლის თებერვალში დაფუძნდა და მიუხედავად არც თუ დიდი ხნის ისტორიისა, მაინც შეძლო საკუთარი ხელწერის საგანმანათლებლო კერად ქცეულიყო, განსაკუთრებით არაფორმალური პროფესიული განათლების სფეროში.  სწორედ აღნიშნული ფორმის სასწავლო ცენტრები,  ინსტიტუტის ეგიდით, მაღალ დონეზე ფუნქციონირებენ  თბილისში,  ოზურგეთში,   ჭიათურაში,  ხაშურში,  დუშეთში, ქობულეთში, ზუგდიდში, ამბროლაურში, საგარეჯოში,  წალკაში, გურჯაანში, ლაგოდეხში, თელავში, ახმეტაში . . .

საზღვარგარეთის ქვეყნებში: საბერძნეთში, იტალიაში, უკრაინაში.... და სხვა. სასწავლო პროცესი სამწლიანია და დამთავრების შემდეგ გაიცემა სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სამენოვანი (ქართულ-უკრაინულ-ინგლისური) ოქროს ბეჭდიანი სერთიფიკატი.

ინსტიტუტს  პარტნიორული ურთიერთობები აქვს  და სასწავლო პროგრამების გაცვლები წარმოებს პოსტსაბჭოთა სივრცის თითქმის ყველა ქვეყანასთან, ასევე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და ამერიკაში ჯორჯიან-ინთერნეიშენალ უნივერსიტეტთან, სტრატფორდის საკადრო ინსტიტუტთან (ვერმონტის შტატი, ქალაქი სეინტ ალბანზი), აშვორფის ინსტიტუტთან (ჯორჯიის შტატი, ქალაქი ნორკროსი) და სხვა.

აღნიშნული ცენტრის დამფუძნებელი პროფესორი გარი ჩაფიძეა.  ბ-ნ გარიმ  უნივერსიტეტი მოსკოვში დაამთავრა, სხვადასხვა დროს მსახურობდა  სანკტ-პეტერბურგში, ჩელიაბინსკში, კიევში, შემდეგ კი-საქართველოში, საპასუხისმგებლო და ნომენკლატურულ  თანამდებობებზე.  ამჟამად არის  ჟურნალისტთა   საერთაშორისო ფედერაციის წევრი, ამერიკის შეერთებული შტატების ლინკოლნის უნივერსიტეტის  პროფესორი, უკრაინის კადრების საერთაშორისო  აკადემიის აკადემიკოსი და ა.შ.  

როგორც ჩვენთან საუბარში ბ-ნ გარი აღნიშნავს, ის მზადაა  ხარაგაულში  პროფესიული განათლების ცენტრმა  დაიწყოს ფუნქციონირება  და ხელი შეუწყოს   მომავალი თაობის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, ასევე  მათ დასაქმებას.

ამ ეტაპზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პოტენციალის მოკვლევა, რის შემდეგაც შემდგომი ნაბიჯების გადადგმა დაიწყება.

ნანახია: 6085 - ჯერ