სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0079.JPG

ლეღვნის ცენტრალურ გზაზე სტიქიით დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა მიმდინარეობს

7 ივნისის სტიქიით დაზიანებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლეღვნის ცენტრალურ გზაზე პირველი მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. დასრულდა საყრდენი გაბიონის მოწყობა და დაიწყო გზის სავალი ნაწილის აღდგენა. სამუშაოებზე 137 000 ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება გზის მეორე მონაკვეთს საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სახელშეკრულებო პირობებით სამშენებლო კომპანია გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთის აღდგენას დეკემბერში დაასრულებს. 
საერთო ჯამში ლეღვნის ცენტრალური გზის აღდგენით სამუშაოებზე ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
 
ნანახია: 4633 - ჯერ