სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/73097880_2517316081848883_6915902768339222528_o.jpg

ხარაგაულში სამხატვრო პლენერი "გამა-2019“ ოფიციალურად გაიხსნა

26 ოქტომბერს ხარაგაულში სამხატვრო პლენერი "გამა-2019“ ოფიციალურად გაიხსნა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის თბილისიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან და წელს უკვე აფხაზეთიდან მოწვეულ მხატვრებს, მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ და პლენერის ორგანიზატორმა, ლიტერატურული თეატრის დირექტორმა იზა ვეფხვაძემ უმასპინძლეს.

პროექტის გახსნის ცერემონია ღორეშის მემორიალურ მუზეუმში გაიმართა. სწორედ ამ ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარე სოფლებში განთავსდებიან მხატვრები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ხარაგაულის ხედებს მოხატავენ და რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულ თეატრს საჩუქრად გადასცემენ.

სამხატვრო პლენერი „გამა“ საქველმოქმედო პროექტია და ის წელს მეოთხედ ტარდება.

პლენერი 27 ოქტომბერს საზეიმოდ დაიხურება.

ნანახია: 3917 - ჯერ