სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0845.JPG

ხარაგაულში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი გაიმართა

18 ნოემბერს კინოთეატრის ფოიეში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსში „შემოდგომის პალიტრა“ გამარჯვებულების დაჯილდოება შედგა.

კონკურსი 11 ნოემბერს ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ს, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით "სპორტისა და შიდა ტურიზმი"-ს ცენტრის დარბაზში ჩატარდა.

შემოდგომის პალიტრაში მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმოდგენილი ნატურმონტები დახატეს.

 გამარჯვებულები კომპენტეტურმა ჟიურიმ გამოავლინა. ახალგაზრდა მხატვრებს სამადლობელი სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

კონკურსში გამარჯვებულები საფეხურების მიხედვით.

I საფეხური.

პირველი ადგილი რუსუდან ფანჩვიძე - (კიცხი V კლასი);

მეორე ადგილი მარიამ ნიქაბაძე - (გიმნაზია V კლასი);

მესამე ადგილი ლიზი კვინიკაძე - ( მოლითი VI კლასი).

II საფეხური.

პირველი ადგილი ნანა მდინარაძე - (კიცხი XII კლასი);

მეორე ადგილი ლუკა ყრუაშვილი - (გიმნაზია XI კლასი);

მესამე ადგილი თამარ შათირიშვილი - (ლეღვანი XI კლასი).

III საფეხური.

პირველი ადგილი თეონა ჭიპაშვილი - (გიმნაზია VIII კლასი);

მეორე ადგილი მარიამ მდივნიშვილი - (გიმნაზია VIII კლასი);

მესამე ადგილი ნინო არევაძე - (მარელისი IX კლასი).

ჟიურის სიმპატია გახდა მარიამ ტაბატაძე და ეკატერინე ბუაჩიძე.

 

ნანახია: 5903 - ჯერ