სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1348.JPG

ხარაგაულის უსინათლოთა ცენტრმა შამაჯამებელი ღონისძიება გამართა

4 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული უსინათლოთა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

პროექტის მენეჯერის, გულიკო ჭარბაძის ინფორმაციით, მხედველობა შეზღუდული პირები მთელი წლის განმავლობაში ეუფლებიან ბრაილის შრიფტს, ცენტრში ფუქნციონირებს ასევე, ადაპტირებული კომპიუტერის შემსწავლელი წრე, ლიტერატურისა და სამაგიდო თამაშების წრე.

„ჩვენ ერთად ვართ შემოგვიერთდით“ - ამ დევიზის გარშემო ხარაგაულის უსინათლოთა პროექტში 25 მხედველობა შეზღუდული ადამიანია ჩართული, მათგან 9 ბენეფიციარი წელს დაემტა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტში ჩართულმა პირებმა მთელი წლის განმავლობაში შესწავლილი მასალის პრეზენტაცია წარმოადგინეს.

პროექტში ხუთი პირია დასაქმებული. ბრაილის შრიფტის შემსწავლელ წრეს მზია კურტანიძე უძღვება, ადაპტირებული კომპიუტერის შემსწავლელ წრეს, ვასილ ლომიძე ხელმძღვანელობს, ლიტერატურულ წრეს - ხათუნა ლაბაძეხოლო სამაგიდო თამაშების წრეს, რომელიც პროექტს წელს დაემატა - რომან შავიძე.

პროექტის ხელმძღვანელბმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რაც მხედველობა შეზღუდული პირების რესოციალიზაციის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

ნანახია: 4927 - ჯერ