სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0938.JPG

ხარაგაულში საგანგებო მდგომარეობის პირობებში დახმარებები ხუთ ეტაპად გაიცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის არსებობის პირობებში მოწყვლად ჯგუფებთან საკვები პროდუქტების გაცემა ხუთ ეტაპად განახორციელა.

მეხუთე ეტაპზე 19-20 მაისს პროდუქტის ნაკრები მიიღო 20 ადმინისტრაციული ერთეულის 150-ზე მეტმა მოქალაქემ!

საერთო ჯამში ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწია მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 1 000 ზე მეტ მაცხოვრებელს, კერძოდ, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, ტოტალურ უსინათლოებს, ომის ვეტერანებს, შშმ პირებს და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს!

საკვები პროდუქტების დაფასოებაში და დარიგებაში ადგილობრივი თვითმმართველობის წრმომადგენლებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ მერიის მოხალისეთა ჯგუფის წევრები! 

პანდემიის პირობებში მუნიციპალიტეტის მერიამ ასევე, სხვადასხვა სახის მომსახურება გაუწია ათეულობით მოქალაქეს.

ერთჯერადი ფინანსური დახმარებების გასაცემად გამოიყო 30 000 ლარი, ხოლო საკვები პროდუქტების შესაძენად და უფასო პურის აქციის განსახორციელებლად საერთო ჯამში - 43 000 ლარი.

ნანახია: 3328 - ჯერ