სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/104049202_2656964504560585_7507234755717645742_n.jpg

ხარაგაულში სოფლის პროექტების განხორციელება დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პროექტების განხორციელება დაიწყო!

ზვარეში კიკნაძეების უბანში წყლის სათავე ნაგებობის და 2 400 მეტრზე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც სასმელი წყლით უბნის 35-მდე ოჯახი ისარგებლებს. ზვარის მოსახლეობამ აღნიშნული პროექტის განხორციელება თავად აირჩია, რისთვისაც გამოყოფილი 12 000 ლარი დაიხარჯება!

სოფელ ჩრდილში კი, ე.წ. „კაოთის“ უბანში გზის რეაბილიტირებულ მონაკვეთზე გზის დამცავი და მოცურების საწინააღმდეგო ბაგირის მოწყობა დასრულდა. ამ პროექტზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით 6 ათასი ლარი გაიხარჯა. დარჩენილი 6 ათასი ლარით კი, ე.წ. „კოშკის უბანში“ ასევე, რეაბილიტირებულ გზაზე გარე განათების სისტემა მოეწყობა!

მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 166 პროექტი განხორციელდება!

ნანახია: 2537 - ჯერ