სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/5e7de85ae7860.png

მსოფლიო ბანკმა ხარაგაულის ეკონომიკური განვითარების გეგმა დადებითად შეაფასა

 გეგმა შესაფასებლად მსოფლიო ბანკს მიმდინარე წლის 20 ივნისს წარედგინა! შეფასების მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოადგინა ძალიან კარგი ხარისხის ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის მიზნები და სამოქმედო გეგმა რეალისტურია.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად“ მერიის ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების გეგმის შექმნა-მომზადება, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე წარდგენა დასამტკიცებლად და შემდგომ მისი განხორციელება.

ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ, 2019 წლის 25 მარტს, ხელი მოაწერა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, რომლის თანახმად, აიღო ვალდებულება სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დააჩქაროს მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი ეკონომიკური ზრდა, განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებაზე მუშაობდა მერიაში შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელსაც მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე ხელმძღვანელობდა!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმა იხილეთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე!

ეკონომიკური განვითარების გეგმა

 

ნანახია: 3148 - ჯერ