სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%93.jpg

ვახანში ტრადიციული დოღი ჩატარდა

ათწლეულებია აგვისტოს ბოლოს, სოფელ ვახანში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული იმართება. პანდემიის მიუხედავად 2020 წელს ტრადიცია არ დარღვეულა, თუმცა სპორტული აქტივობები მხოლოდ დოღით შემოიფარგლა და ვახანისა და მიმდებარე სოფლების წარმომადგენლებმა ძალები ცხენოსნობაში მოსინჯეს.

დოღის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვეფხვია ღონღაძე გვიყვება, რომ წელს, დოღს, 18 მონაწილე ჰყავდა - მარელისიდან, წიფადან, მოლითიდან, ბაბიდან, ქვებიდან, ვახანიდან, სერბაისიდან, ზედუბნიდან, ჩრდილიდან და ზვარედან. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, 1991 წლის შემდეგ დოღთან ერთად, პირველად არ ჩატარდა ჭიდაობის და მკლავჭიდის ტურნირი.

საპრიზო ადგილზე გასულები სოფელ ჩრდილის წარმომადგენლები არიან. პირველი ადგილი ფრიდონ ფანქველაშვილმა დაიკავა, მეორე და მესამე ადგილი მერაბ თიკანაშვილმა და ნიკა რამიშვლმა გაინაწილეს.

გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურისგან. ასევე, ფასიანი საჩუქარი გადაეცა, დოღის ორგანიზატორს, ლაშა ღონღაძეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი.

დოღის მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური, ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი

ნანახია: 1010 - ჯერ