სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/120557918_2898058463774641_7555205685981541635_o.jpg

ხარაგაულის საბავშვო ბაღებს საგანმანათლებლო ნივთები გადაეცათ

დღეს ხარგაულის 21 საბავშვო ბაღის გამგეს „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია IWA-Georgia“ -ს წარმომადგენლებმა საჩუქრები გადასცეს. 
 ღონისძიება ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჩატარდა, რადგან პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბაღებმა საგანმანათლებლო ნვთები მიიღეს, ცენტრის სკოლამდელი განათლების სპეციალისტის, ნათია კაციტაძის ინიციატივით განხორციელდა.
 ნანა დვალი - ქალთა საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი -
„ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებულია ქართველი და უცხოელი ქალები, ძირითადად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ვართ მოხალისეები და მოვიზიდავთ თანხებს. წლის განმავლობაში ვიღებთ მოთხოვნებს რეგიონებიდან - სად რისი საჭიროება დგას და მერე ამ თანხებით ვაკეთებთ პატარა პროექტებს. სწორედ ასე მოხდა ხარაგაულის საბავშვო ბაღების შერჩევა, ნათია კაციტაძის დიდი მონდომებით მივანიჭეთ პრიორიტეტი თქვენს მუნიციპალიტეტს და დღეს ვართ ძალიან კმაყოფილები, რადგან ვხვდებით რომ ეს რესურსი ძალიან ჭირდებოდა ხარაგაულის ბაღებს. მინდა მადლობა გადავუხადო, რესურცენტრის ხელმღვანელს, მარინე ვეფხვაძეს, ქალბაქტონ ნათია კაციტაძეს და ყველა სტრუქტურას ვინც ასე ორგანიზებულად იყო ჩართული, რომ დღევანდელი დღე შემდგარიყო“.
 ღონისძიებას ესწრებოდნენ - მეთთე ჰერტცელი- ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, საქველმოქმედო პროექტების კომიტეტის ერთ-ერთი თავმჯდომარე, ანუშ კლიმჩიკი-საქველმოქმედო პროექტების კომიტეტის წევრი.
ასევე, ხარაგაულის მერის მოავალეობის შემსრულებელი თემურ ჩხეიძე, საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძე და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბუროს ხელმძღვამნელი ჟანა ნემსაძე.
ნანახია: 1850 - ჯერ