ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშესა და კიცხში ბუნებრივი აირი ჩაირთო. 
       მერის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ჩხეიძემ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ჟანა ნემსაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და „სოკარ-ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებმა ბუნებრივი აირი სიმბოლურად მერაბ ნიქაცაძისა და გოჩა კვანტრიშვილის ოჯახში აანთეს.
       ლაშესა და კიცხში გაზის მაგისტრალის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 400-მდე აბონენტი გაზიფიცირდა.
       ამჟამად, ოჯახებში ბუნებრივი აირის ინდივიდუალური დაერთებები ხორციელდება.
       მიმდინარე წელს გაზის მაგისტრალის მოწყობა დასრულდა ასევე, ფარცხნალში, საქარიქედსა და ვარძიაში.
       ამჟამად, ბუნებრივი აირით მუნიციპალიტეტში ცხრა სოფელი სარგებლობს.