სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/127888371_2072430186225232_1536838063840659336_o.jpg

მერის პირველ მოადგილედ ვარლამ ჭიპაშვილი დაინიშნა

პირველი საკადრო გადაწყვეტილება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანშვილის გადაწყვეტილებით, მერის პირველ მოადგილედ, ვალერი ჭიპაშვილი დაინიშნა.
ვალერი ჭიპაშვილი დღემდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გახლდათ.
ვალერი ჭიპაშვილი , მერის პირველი მოადგილის რანგში, პირველ კომენტარს აკეთებს.
,,ხარაგაულის ახლადარჩეული მერისგან მივიღე შემოთავაზება , აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის, რაზედაც დავთანხმდი. უპირველესად, მადლობა ნდობის გამოცხადებისთვის. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ , რომ იმედები გავამართლო. ჩემთვის იზრდება პასუხისმგებლობის არეალი, მაქსიმალურად შევეცდები, მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, აქტიური მონაწილეობა მივიღო იმ გამოწვევების გამკლავებასა და პრობლემატური საკითხების მოგვარებაში, რომელიც ახალ მერს თავის გუნდთან ერთად აქვს დასახული მიზნად. ბაზალეთის თემის ვერცერთი მაცხოვრებელი ვერ იგრძნობს , რომ მათ მაჟორიტარი დეპუტატი აღარ ჰყავთ, მათ ინტერესებს ახლა უკვე ხარაგაულის მოსახლეობის ინტერესებთან ერთად აქტიურად დავიცავ. ვფიქრობ, ჩვენი მუშაობა იქნება ნაყოფიერი, რადგან მუნიციპალიტეტს ჰყავს კვალიფიციური და გამოცდილი მერი, საქართველოს პარლამენტში ხარაგაულელთა ინტერესებს დაიცავს თავის საქმის პროფესიონალი ადამიანი პაატა კვიჟინაძე და მნიშვნელოვანია , რომ გვაქვს საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერა. ჩვენ კარგად ვიცნობთ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს და ეს ჩვენი ძლიერი მხარეა.“
ვალერი ჭიპაშვილმა 2009 – 2013 წწ დაამთვრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი , სამართალმცოდენობის სპეციალობით. 2013 -2014 წწ მუშაობა დაიწყო ბაზალეთის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულად.
2014-2017 წწ გახდა ხარაგაულის საკრებულოს წევრი, ბაზალეთის თემი მაჟორიტარი დეპუტატი ( პარტია ,,ქართულო ოცნება - დემოკრატიული საქართველო) .
2014 -2017 წწ.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
2017 წლიდან დღემდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულს წევრი, ბაზალეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ( პარტია ქართულო ოცნება - დემოკრატიული საქართველო).
2014 წლიდან არის სსიპ დაბა ხარაგაულის # 3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
გახლავთ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე .
ვალერი ჭიპაშვილი მუშაობას მერის პირველი მოადგილის რანგში , დღეიდან 27 ნოემრიდან შეუდგება.
ნანახია: 2617 - ჯერ