დღეს, 27 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომა გამართა.
ბიუროს წევრებმა ორი საკითხი მოისმინეს.
ეს საკითხებია
1. ინფორმაცია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 – 2024 წლების სამოქმედო გეგმის
დამტკიცების შესახებ.
მომხს: პეტრე შარიქაძე
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების
შეტანის თაობაზე.
მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
აღნიშნული საკითხები 30 ნოემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შევიდა დასამტკიცებლად!
ბიუროზე ასევე, ინფორმაცია გააკეთა იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილმა - N48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერად კობა ლურსმანაშვილის არჩევის შესახებ ცნობად მიღების თაობაზე.