სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_40.jpg

23 დეკემბერს საკრებულო რიგგარეშე სხდომას გამართავს

23 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომას გამართავს.

დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ხუთ საკითხს განიხილავენ 

1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის #50/72 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების
შეტანის თაობაზე;
მომხს: პავლე კიკალიშვილი


2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის #50/73 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;
მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი


3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის #50/70 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი


4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ მომხს:
ვლადიმერ გელაშვილი


5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ
მომხს: მანანა ბარბაქაძე

 

ნანახია: 1555 - ჯერ