სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/130342867_2083558645112386_4033795009884023454_o.jpg

ხარაგაულში სოციალურად დაუცველი ოჯახების საშეშე მერქნით მომარაგება დაიწყო

სოციალურად დაუცველი ოჯახების საშეშე მერქნით მომარაგება დაიწყო
ჩინურმა კომპანიამ, ,,ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონის რკინიგზის მოდერნიზების’’ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ხე-ტყის კანონიერი ჭრის შედეგად დაგროვილი
საშეშე მერქანი, განკარგვისთვის ხარაგაულის მერიას გადასცა.
საშეშე მერქანს მერია უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს გადასცემს.
ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი აღნიშნავს , რომ საშეშე მერქანზე მომართვიანობა, განსაკუთრებით, სოციალურად შეჭირვებული ოჯახების მხრიდან
დიდია. არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვეცდებით ყველა ის ოჯახი მოვიცვათ,
რომელსაც აღნიშნული დახმარების მიღების გადაუდებელი აუცილებლობა აქვს -
განმარტავს კობა ლურსმანაშვილი. ამ ეტაპზე, ძირითადად დაბის მოსახლეობას
მოვიცავთ , თუმცა ეს არეალი გაფართოვდება. ინფორმაცია მიეწოდება მერის
წარმომადგენლებს, საქმეში ჩართულია მერიის სოციალური სამსახური. ჩვენ გვაქვს
იმის რესურსი, რომ მომართვიანობის შემთხვევაში, განსაკუთრებულად მძიმე
სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს საშეშე მერქანი გადავცეთ. ჩვენ ერთად
უნდა შევძლოთ, რომ ზამთარში, თანდართული პანდემიის პირობებში, ჩვენი
მოსახლეობა უყურადღებოდ არ დაგვრჩეს.
საშეშე მერქნის დამზადებისა და დარიგების პროცესს ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის და
დასუფთავების სამსახური“ უზრუნველყოფს. სამსახურის უფროსის ბესო კვირიკაშვილის
განმარტებით, თითოეულ ოჯახს 2, 5 კბმ საშეშე მერქანი გადაეცემა , ამ ეტაპზე
აღნიშნული პროგრამით 38 ოჯახი ისარგებლებს. მოსარგებლეთა რაოდენობა
მოთხოვნის შესაბამისად გაიზრდება.
საშეშე მერქნის დამზადებაც და დარიგებაც ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ნანახია: 1801 - ჯერ