სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0897.JPG
31/03/2020 14:30

ხარაგაულში 26-მა მარნეულელმა საკარანტინო სივრცე დატოვა

დღეს ხარაგაულში დასაქმებულმა მარნეულის 26-მა მაცხოვრებელმა თვითიზოლაციის სპეციალური სივრცე დატოვა. მათ გამოსვლის წინ გაიარეს სამედიცინო შემოწმება და არცერთს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, ასევე, 14 დღის განმავლობაში არცერთ მათგანს დაფიქსრებია ტემპერატურის მატება. როგორც დამსაქმებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პირები სამუშაო პროცესს ხვალიდან დაუბრუნდებიან! მარეულის მაცხოვრებლებს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და ყველა მათგანი გააფრთხილა, რომ დროებით თავიანთ ქალაქში წასვლისგან თავი უნდა შეიკავონ! ხარაგაულში ამ დროისთვის 8 პირი რჩება თვითიზოლაციაში და არცერთი კარანტინში. მუნიციპალიტეტს ამ დრომდე არ ყავს კორონა ვირუსით დაინფიცირებული პირი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/91417502_1074032659635956_2096138589581606912_n.jpg
30/03/2020 14:43

ხარაგაულის მერია მოსახლეობას მოუწოდებს!

სწორედ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ შეინიშნება თავშეყრა სოფლებში! სწორედ იმიტომ, რომ ჯერ ისევ იკრიბებით ოჯახებში და მეგობრების წრეში!  სწორედ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ იცავთ სრულყოფილად სოციალურ დისტანციას და ასევე, სრულყოფილად არ ითვალისწინებთ რეკომენდაციებს! სწორედ ამიტომ, დღეს, ჩვენი მოხალისეთა ჯგუფის წევრებმა სოფელ-სოფელ ჩამოიარეს, რათა ადგილზე მოახდინონ თქვენი ინფორმირება!  ახლა, როცა ქვეყანა ეპიდემიის შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია კატეგორიულად მოგიწოდებთ - გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ გამოხვიდეთ გარეთ! გაუფრთხილდით ერთმანეთის ჯანმრთელობას და დარჩით სახლში დაეხმარეთ ქვეყანას ეპიდემიის გავრცელების შეჩერებაში!!!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0860.JPG
30/03/2020 14:36

რა შედის პროდუქტის ნაკრებში ხარაგაულელი ბავშვებისთვის

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის გადასაცემი საკვები პროდუქტების დაფასოება დაიწყო! პროცესში მონაწილეობას იღებენ ხარაგაულის მოხალისეთა ჯგუფის წევრები! ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ეს პროცესი ორი დღე გაგრძელდება და როგორც ნავარაუდევი იყო, არამალფუჭებადი პროდუქტების ნაკრების გაცემა 1 აპრილიდან დაიწყება! საერთო ჯამში, ერთი თვის(მარტი) რაციონი ერთ ბავშვზე ასე გამოიყურება:  წიწიბურა - 1კგ, ბრინჯი - 1კგ, შაქარი - 1 კგ, ზეთი - 1 ლტ. მანის ბურღული - 1კგ, ვაფლი - 1კგ, კანფეტი - 1კგ, ორცხობილა - 1კგ, შესქელებული რძე - 1 ქილა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტის ნაკრებს 600 ბავშვი მიიღებს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0862.JPG
30/03/2020 12:44

ხარაგაულში უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს პურს ურიგებენ

ხარაგაულის მოხალისეთა ჯგუფი განაგრძობს პურების და საკვები პროდუქტების მიწოდებას მოსახლეობისთვის, მომართვიანობის საფუძველზე. გრძელდება ასევე, მოსახლეობის ინფორმირება სოფლებში სპეციალური ხმოვანი აპარატურით, რათა დაიცვათ რეკომენდაციები და დარჩეთ სახლში! დღეს კიდევ გამოჩნდა ერთი მეწარმე - დათო თაბუკაშვილი, რომელმაც მოხალისეთა ჯგუფს ზეთი და ლობიო გადასცა. დათო გააგრძელებს ასევე, პურების მიწოდებას დაბაში მცხოვრები 20 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახისთვის, მას შემდეგ, რაც 5 აპ რილს დავით გაჩეჩილაძის 1000 პურის აქცია დასრულდება.  გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ მცირე მეწარმეებს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის. დათო თაბუკაშვილის დახმარებით, დღეს საკვები პროდუქტი გადავეცით ოჯახს ისლარში, რომლის წევრებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან!  მოხალისეთა ჯგუფის ყველა აქტივობა და დავალება ხორციელდება ხარაგაულის მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით! მოხალისეებს გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი და იცავენ ყველა რეკომენდაციას!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
27/03/2020 20:04

30 მარტს საკრებულოს ბიურო რიგგარეშე სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2020 წლის 30 მარტის რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის, 19 დეკემბრის, N27 დადგენილებაში - „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ნინო მაღლაკელიძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის, 14 ივლისის, N19 დადგენილებაში - „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: კახაბერ გოლუბიანი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0790.JPG
27/03/2020 13:50

ხარაგაულის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს პროდუქტის ნაკრები გადაეცემა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებისთვის არამალფუჭებადი პროდუქტების ნაკრები გაიცემა! პროდუქტების მიღების და დაფასოების პროცედურები, ბაღების გაერთიანებაში, დღეს დაიწყო, რომელშიც ხარაგაულის მერიაში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფის წევრები იღებენ მონაწილეობას! ბაღების გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, შედგენილია სიები და პაკეტები სოფლის საბავშვო ბაღებში მოხალისეთა დახმარებით დარიგდება, საიდანაც აღსაზრდელების მშობლები თავად  წაიღებენ კუთვნილ პროდუქტს. როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, პროდუქტის ნაკრების გაცემა, სავარაუდოდ, 1 აპრილიდან დაიწყება. ამ დრომდე კი, პროდუქტების შემოტანის და დაფასოების პროცედურები გაგრძელდება. არამალფუჭებადი პროდუქტის გადაცემა აღსაზრდელთა მშობლებისთვის იმ დრომდე გაგრძელდება ვიდრე სწავლა არ აღდგება!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/90617460_972290739832295_6286000506770817024_n.jpg
26/03/2020 17:53

ხარაგაულში დასაქმებული მარნეულელების საკარანტინო ვადა ხუთ დღეში მთავრდება

ხარაგაულში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მარნეულის მაცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია!  დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორმა, შმაგი ხიჯაკაძემ, ადგილზე ნახეს ის საცხოვრებელი ფართები, სადაც მარნეულელი პირები თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებიან! ისინი თავს კარგად გრძნობენ და კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. სამედიცინო შემოწმებას მარნეულის 26 მოქალაქეს დღეში სამჯერ უტარებს ოჯახის ექიმი. ფართში, სადაც მარნეულელი მოქალაქეები იმყოფებიან დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, პირები კონტროლდებიან უსაფრთოხების თანამშრომლის მიერ. დამსაქმებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ საკარანტინო პერიოდში სრულად უზრუნველყოფენ დასაქმებულების კვებას და შრომით ანაზღაურებას. თვითიზოლაციაში მყოფ პირებს საკარანტინო პერიოდი 31 მარტს უმთავრდებათ!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/90755995_676902163063185_7304280288501170176_n.jpg
26/03/2020 17:45

ხარაგაულში სანიაღვრე არხები ეწყობა

 ხარაგაულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამჟამად მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა თაბუკაშვილის ქუჩაზე.  პროექტის ფარგლებში მოეწყო ასევე სანიაღვრე არხი 9 აპრილის ქუჩაზე და გაიწმინდა მდინარე ჯიხველას კალაპოტი. სამუშაოები სტიქიის ფონდით ფინანსდება და კომპანია „ხარაგაულმშენი“ ასრულებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0727.JPG
25/03/2020 16:56

ხარაგაულში დასაქმებულ მარნეულელებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ

ხარაგაულში დასაქმებული მარნეულის მოქალაქეები თვითიზოლაციაში არიან!   მათ ტემპერატურა და კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები ამ დროისთვის არ აღენიშნებათ!   დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, შმაგი ხიჯაკაძე იმ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც მარნეულის 26 მოქალაქეა დასაქმებული და მათი ჯანმრთელობისა და იზოლაციის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.   შეხვედრაზე საუბარი შეეხო, მერიის და ჯანდაცვის მხრიდან იზოლაციის პირობების გამკაცრებას და მათ საცხოვრებელ სახლებთან დაცვის თანამშრომლების დაყენებას.   ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხვალ დილით პირადად ნახავენ იმ ფართებს, სადაც მარნეულის 26-მა მოქალაქემ 14 დღიანი იზოლაციის პირობები უნდა გაიაროს.   ამ პერიოდში დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს მათ კვებას და შრომის ანაზღაურებას!      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sssl%3Bksjf908.png
24/03/2020 14:09

ხარაგაულის მოხალისეთა ჯგუფი მოსახლეობას ემსახურება

ხარაგაულის მერიაში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფის წევრები ორი დღეა, მერიის ორგანიზებით სხადასხვა აქტივობებს ახორციელებენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 20 მოხალისეა გადამზადებული. მოხალისეებმა მაღალმთიან სოფელ გოლათუბანში ვახტანგ და დავით ღამბაშიძეებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთები გადასცეს. ძმები შშმ პირები არიან და ცალ-ცალკე სახლში მარტო ცხოვრობენ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი მარჩენალი ვერ ახერხებს საკვები პროდუქტებით მომარაგებას, რის გამოც ოჯახს სურსათის დეფიციტი შეექმნა. მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარის შემდეგ დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება და ოჯახს რამდენიმე დღიანი მარაგი ხარაგაულის სათნოების სახლიდან გადაეცა. მოხალისეები პერიოდულად იმუშავებენ მოწყვლად ჯგუფებთან და ადგილზე მოემსახურებიან იმ ბენეფიციარებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. მოხალისეებმა ასევე, მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულის საჯარო დაწესებულებების და სასურსათო მაღაზიების დეზინფექციაში, არეგულირებენ მოქალაქეთა რიგებს ლიბერთი ბანკთან!  უწევენ რეკომენდაციას მომხმარებლებს და აკონტროლებენ დისტანციას! ძვირფასო ხარაგაულელებო, მოგმართავთ წინადადებით! - თუ თქვენს ობიექტებში(ორგანიზაციებში, მაღაზიებში, აფთიაქებში), ვინც ჯერ ისევ რჩებით ხალხის სამსახურში, აუცილებელი გახდება მომხმარებელთა დისტანციის დაცვა, მოგვმართეთ და ჩვენი მოხალისეთა ჯგუფი დაგეხმარებათ რიგების დარეგულირებაში. დაგვირეკეთ: 0433 22 16 17, 599 148 228 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გისურვებთ ჯანმრთელობას!
სრულად