სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_42.jpg

ბიურო რიგგარეშე სხდომას გამართავს

20 იანვარს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.

რიგგარეშე სხდომაზე ბიუროს წევრები მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. ასევე-განხილული იქნება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებთან დაკავშირებით მოსალოდნელი ცვლილებები.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კახაბერ გოლუბიანი და საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე წარმოადგენენ საკითხს   მერიასა და საკრებულოში ხელშეკრულებით დასაქმებულთა  რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვებაზე.

წარმოგიდგენთ 20 იანვრის ბიუროს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს:

1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N31 დადგენილებაში „ხარგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.

 მომხსენებელი:კახაბერ გოლუბიანი

2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი.

3.ხარაგაულის მუნუიციპალიტეტის მერიაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

მომხსენებელი:კახაბერ გოლუბიანი

4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად  შრომითი ხეკლშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ.

მომხსენებელი: მანანა ბარბაქაძე

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი  სხდომა გაიმართება ასევე, 20 იანვარს 11 საათზე;

 

 

ნანახია: 1957 - ჯერ