სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/151472779_552058489065369_3361433321731734156_n.jpg

შეხვედრა თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებთან

თავდაცვის ძალების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეკრუტირების პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის რეკრუტირების სამსახურის იმერეთის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
 მხარეებს შორის შედგა საინფორმაციო შეხვედრა, საუბარი შეეხო ასევე თავდაცვის ძალებში დასაქმების მსურველთა საკონტრაქტო პირობებს.
 მერის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სახით ქვეყანას ჰყავს ძლიერი თავდაცვის მინისტრი, რომელიც სათანადოდ პასუხობს ყველა გამოწვევას.
 ხარაგაულში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის ძალების იმერეთის ნცენტრის წარმომადგენლები ამ სფეროში დასაქმების მსურველებსაც შეხვდნენ და დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, კონტრაქტის პირობებზე, ანაზღაურებასა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებზე.
აგრეთვე, ამომწურავი პასუხები გასცეს აპლიკანტთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
 აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკონტრაქტო სამსახურის დაწყების შემდეგ მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას.
 თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამსახური ოთხწლიანია და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა იზრდება წოდებისა და სამხედრო სტაჟის შესაბამისად.
ნანახია: 1975 - ჯერ