სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/150532478_3017933048453848_4162937510134907856_o.jpg

ხარაგაულში გერმანიის შრომის ბაზარზე დასაქმებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველო-გერმანიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების დროებით დასაქმებასთან დაკავშირებით, ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი გახლდათ, დასაქმებით დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება და მათთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა.
 კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებელ პირად, მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე განსაზღვრა, რომელმაც თავის მხრივ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მერის წარმომადგენლებს და საკრებულოს წევრებს - თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გაიაროს მოქალაქემ რეგისტრაციის დროს.
 რეგისტრაციის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ხარაგაულის მერიის ცხელ ხაზზე 0(433)223 225. ასევე, დაუკავშირდნენ ჟანა ნემსაძეს ტელ : 595 90 27 20.
 შეხვედრას ესწრებოდა ხარაგაულის სოციალური სააგენტოს უფროსი, კიაზო გამრეკელაშვილი, რომელიც ასევე ტექნიკურ დახმარებას გაუწევს მოწყვლად ჯგუფებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, შმაგი ხიჯაკაძე, რომლის ჩართულობაც მნიშვნელოვანია პროექტში, რადგან მოქალაქეებს საზღვრის დატოვების შემთხვევაში თან უნდა ქონეთ კორონა ვირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი.
გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი, ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. დასაქმების მიზნით რეგისტრაცია უკვე დაიწყო, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. სამუშაოს მაძიებელი კი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge გადის.
დასაქმების მსურველთა ასაკი 18 წლიდან 60 წლამდეა განსაზღვრული, გარდა ამისა პიროვნება უნდა იყოს ჯანმრთელი და სასურველია საკომუნიკაციო დონეზე ფლობდეს გერმანულ ან ინგლისური ენებს.
სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება.
აქვე მოგახსენებთ, რომ სამუშაო დრო გულისხმობს 5-6 დღეს კვირაში(დღეში 8-10 საათი). მინიმალურ ხელფასად კი საათში 9.50 ევროა.
აქვე გაცნობებთ, რომ მგზავრობის ხარჯებს და ადგილზე ცხოვრების ხარჯებს დამსაქმებელი არ ანაზღაურებს!
გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელ სფეროში ითხოვენ კარდებს:
➤ ყურძნის გასხვლა;
➤ მიწის კულტივაცია / დამუშავება;
➤ ყურძნის მოსავლის აღება;
➤ სატაცურის მოჭრა;
➤ კენკრის მოსავლის აღება (მარწყვი, მოცვი, ჟოლო, სხვა);
➤ ხილის მოსავლის აღება (ვაშლი, მსხალი, ბალი, ქლიავი, სხვა);
➤ ბოსტნეულის მოსავლის აღება (კომბოსტო, პრასი, ბოლოკი, კიტრი, სხვა);
➤ სალათებისა და სამკურნალო მცენარეების/მწვანილის მოსავლის აღება;
➤ პროდუქტის დატვირთვა, ჩამოტვირთვა და ტრანსპორტირება;
➤ პროდუქტის დახარისხება და შეფუთვა
➤ საწყობში მუშაობა.
 
ნანახია: 1766 - ჯერ