სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0235.JPG

დაბა ხარაგაულში წყალარინების(კანალიზაციის) პროექტი იწყება

დაბა ხარაგაულში წყალარინების (კანალიზაციის) პროეტი იწყება!

ამის შესახებ ისაუბრეს 12 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან, რომელსაც  პროექტის დამკვეთის - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, მშენებელი კომპანია „ჰიდრო ტექნიკური ჯგუფის“ და პროექტის შემდგენი „არქ დიზაინ მშენის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა დაბა ხარაგაულის წყალარინების პროექტი დეტალურად განიხილეს.

იმსჯელეს ქუჩების ეტაპობრივ დაქსელვაზე, რათა არ მოხდეს გზის დაკეტვა, გამწმენდი კოლექტორების, სატუმბების და სალექარების განთავსებაზე, ასევე ორმული გაჭრების შედეგად ამოღებული ნაშალის განთავსებაზე.

მოხდა მოსაზრებების გაცვლა და დეტალებზე შეთანხმება!

შეხევდრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სამუშაოს შესრულება მოსახლეობის ინტერესების დაცვით და გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

„ჰიდრო ტექნიკური ჯგუფის“ დირექტორის, ზურაბ ბარჯაძის თქმით, სატუმბი სადგურები და გამწმენდი კოლექტორები არის გერმეტულად დახურული, გავლილი აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ხარისხი და სრულიად უსაფრთხოა.

როგორც პროექტანტები ამბობენ, პროექტის საბოლოო დეტალების დაზუსტებას და ექსპერტიზის დასკვნას, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდება. ამიტომ, მათი ვარაუდით ხარაგაულში კანალიზაციის სისტემის მოწყობის პროცედურები მარტის ბოლოს დაიწყება.

„ხარაგაულისთვის ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რადგან დაბაში კანალიზაციის სისტემა არასდროს ყოფილა. ფაქტობრივად, ერთად განხორციელდება 24 საათიანი წყალმომარაგების და წყალარინების პროექტი, რომელთა დასრულებასაც დაუყოვნებლივ მოყვება დაბაში ასფალტის საფარის გადაგება, რომელიც როგორც უკვე ვიცით, ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება. მინდა ხარაგაულის მოსახლეობას ვუთხრა, ეს პროცედურები არ იქნება სახარბიელო, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ გადაადგილების შეზღუდვები თავიდან ავიცილოთ. თუ ჩვენ ტურიზმის განვითარებაზე, ეკნომიკის ხელშეწყობაზე და სამომავლო მასშტაბურ პროექტებზე ვსაუბრობთ და ამის ამბიციური გეგმები გვაქვს, მაშინ, წყალმომარაგება, კანალიზაციის სისტემა და საგზაო ინფრასტრუქტურა პირველ რიგში უნდა იყოს გამართული“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა. 

ნანახია: 2180 - ჯერ