სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/159019327_949336272561418_8677099561997701359_o.jpg

ხარაგაული „1000 მშობლის მარშს“ შეუერთდა

1000 მშობლის მარშის“ მიზანი პროტესტი და ცვლილებების მოთხოვნა გახლდათ.
გამო გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო გამო!”  არის აქციის მთავარი ლოზუნგი, რომლის მიზანია, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ჩაგვრის აღმოფხვრა და სისტემური პრობლემების მიმართ ახალი მიდგომების დანერგვა.
ხარაგაულში მარში გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელით შედგა.
მარში ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება. ღონისძიებაზე მოსულ ადამიანებთან ერთად შემდეგი მოთხოვნები გახმოვანდა.
შეცვალეთ
სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
შექმენით
პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
გახადეთ
სქესბრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
გაზარდეთ
ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
დადგეს
ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.
მომისმინე,პროტესტის 100 დღე კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ რომ ცვლილებების დროა. საქართველოს მასშტაბით “1000 მშობლის მარშის” ორგანიზატორია ქალთა მოძრაობა .
ნანახია: 1329 - ჯერ