სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/169235393_416203156501711_4402367906786531543_n.jpg

მერიამ სოციალური პაკეტების დაფინანსება გაზარდა

5 აპრილის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა 11 საკითხი განიხილეს.

სხდომაზე წარდგენილი საკითხებიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სოციალურმა ცვლილებებმა და 2020 წლის ბიუჯეტის შეფასებამ.

სხდომაზე თუ რა კონკრეტული ცვლილებები შევიდა დახმარების გაცემის წესში დაწვრილებით ისაუბრა სოციალური დაცვის განყოფილების  უფროსმა, ალექსანდრე ტაბატაძემ .

„ოპერაციების თანადაფინანსება გაიზარდა- 700 ლარიდან- 1000 ლარამდე. ერთჯერადი დახმარებების გაცემის წესში შევიდა ცვლილება, სადაც დაფინანსება 100 ლარიდან- 500 ლარამდე განისაზღვრა, რომელიც გადაუდებელ და გამოუვალ მდგომარეობებში გაიცემა ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შეფასების გათვალისწინებით. სოციალურ პროგრამას დაემატა ასევე ახალი პუნქტი, რომლის მიხედვითაც პოსტკოვიდური რეაბილიტაციის ფარგლებში, მერია დააფინანსებს 6 წლამდე ასაკის ბავშვების სარეაბილიტაციო, ერთ კვირიან კურსს კურორტ ნუნისში-1400 ლარამდე.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გასული წლის ბიუჯეტის შესრულების  ანგარიშთან დაკავშირებით.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა განმარტა 2020 წლის ბიუჯეტი 16 102 900 ათას ლარს შეადგენდა. ბიუჯეტში შემოსულობები შესრულდა-109%-ით,  გასავლები-84,1%-ით.

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა დადებითი შეფასება მისცა გასულ წელს ბიუჯეტით დაფინანსებულ სოციალურ პროგრამებს. მისივე განცხადებით პრობლემები იყო ხარჯვით ნაწილში, კერძოდ აუთვისებელი დარჩა ინფრასტრუქტურული თანხები. „ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობდა. ზუსტად, არსებული მდგომარეობის გამოსწორება არის ჩვენი მიზანი. ამისათვის მერიაში ახალი ხემძღვანელობაა მოსული, რომლებიც, მერთან კობა ლურსამანაშვილთან ერთად ძალისხმევას არ იშურებენ  პროექტების დროულად და ეფექტურად განხორციელებისთვის. ვფიქრობ ცენტრალური ხელისუფლებიდან დაფინანსებული პროექტები მოქალაქეებამდე უნდა მივიდეს ისე, რომ არ გაჩნდეს კრიტიკის საფუძველი.

მზად ვართ  გავითვალისწინოთ და ვითანამშრომლოთ, როგორც მოქალაქეებთან, ისე მაჟორიტარ დეპუტატთან და საკრებულოს წევრებთან. გამოვრიცხავ პერსონალურ მიდგომებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.  ერთად უნდა გავაანალიზოთ და სწორად შევაფასო ყველა გამოწვევა, რაც მოსახლეობისა და ხარაგაულის წინაშე დგას.“

 

ამავე სხდომაზე წარმოდგენილ იქნა მერიის ორი სამსახურის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

ესენია:1. მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური და შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახური.

 

შიდა აუდიოტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიშის განხილვისას, საკრებულოს დეპუტატმა, თორნიკე ავალიშვილმა შპს „ხარაგაული 2011“დაკავშირებით გამოთქვა შენიშვნები.

მისი თქმით, შპს „ხარაგაული 2011“ -ის კუთვნილებაში არის ქონება, რომელსაც შპს-ს დირექტორი თავისი შეხედულებით განკარგავს და ბიუჯეტში შემოსავლებს არ ასახავს.“

სხდომაზე წარდგენილი საკითხები დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.

ნანახია: 3433 - ჯერ