სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_59.jpg

19 ივნისს სამხატვრო-მუსიკალური პლენერი გაიმართება

 

19-20 ივნისს “რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი“ (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) ხარაგაულში მეექვსედ გამართავს სამხატვრო პლენერს - "გამა". პლენერი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში რესტორანი "მარანი“-ს ეზოში  გაიხსნება და დაიხურება.

 ტრადიციისამებრ, პლენერის გახსნის შემდეგ, მხატვრები ერთი დღე-ღამის განმავლობაში  ხარაგაულის სხვადასხვა სოფლებში, იმერულ ოჯახებში, იცხოვრებენ.  შექმნიან მხატვრულ ტილოებს და ეზიარებიან იმერული სტუმარ-მასპინძლობის მადლს.

პლენერის გახსნის და დახურვის დღეს თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები მხატვართათვის და დამსწრე საზოგადოებისთვის  კონცერტებს გამართავენ.

პლენერის 19 ივნისს, 11 საათზე, გახსნება და  20 ივნისს, 14 საათზე, დაიხურება.

 

ნანახია: 1524 - ჯერ