სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0004.jpg

ბიუროს სხდომაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში განიხილეს

რა სახის სოციალური დახმარებები და ჯანდაცვის პროგრამები მოქმედებს ხარაგაულის მერიაში და რა თანხა იხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალურ სფეროზე, აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატების კითხვებს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და სოციალური   დაცვის განყოფილების უფროსი, ალექსანდრე ტაბატაძე პასუხობდა.

ბიუროს სხდომაზე ალექსანდრე ტაბატაძემ საზოგადოებას მერიაში მოქმედი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გააცნო.

ალექსანდრე ტაბატაძის განმარტებით, ხარაგაულის მერიაში სულ 23 პროგრამა მოქმედებს. მათგან ორი ჯანადცვისაა, დანარჩენი 21 კი სოციალური. გასულ წელს საგარანტიოების დაფინანსება განსაზღვრული იყო 307 000 ლარით, რომელიც მიმდინარე წელს-73 000 ლარით გაიზარდა და ჯამში 380 ათასი ლარით განისაზღვრა.

მიმდინარე წელს ერთჯერადი დაფინანსებების თანხა გაორმაგდა და 60 000 ლარიდან 120 ათას ლარამდე გაიზარდა.

 

თუ გასულ წელს დაკრძალვის ხარჯების დაფინანსებას 57 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახი იღებდა , 2021 წლიდან აღნიშნული პროგრამით სარგებლობა 65 000 -მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახს შეუძლია.

 

ამ დროისთვის ადმინისტრაციული დაპირება გაიცა 941 ადამიანზე, ხოლო ანგარიშსწორება მოხდა 287 100 ლარის ოდენობით“.

 

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა სოციალური სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა: „აღნიშნული სამსახური ჩემ საკურატორო სფეროს წარმოადგენს. სამსახური მუშაობს იმისათვის, რომ მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული, როგორც ჯანდაცვის ისე სოციალური მიმართულებით. სამსახურის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართულია თითოეული თანამშრომელი.

მიმდინარე წელს სოციალური მიმართულებით ხარჯები გავზარდეთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკმარისი არ არის და სრულად მძიმე სოციალურ ფონს ვერ მოვაგვარებთ. ძალიან დიდია საოპერაციო ხარჯებზე მომართვიანობა, რაც დაგეგმილს ბევრად აღემატება. მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, სოციალურ პროგრამას დაემატა ვეტერანებისა და გადაუდებელი რეაგირების პროგრამები.

სოციალური კომისია არის გამჭვირვალე, რომლის სხდომებშიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობა-‘’ განმარტა ვარლამ ჭიპაშვილმა.

 

სხდომაზე მეორე საკითხი სოციალური დახმარების გაცემაში ცვლილების შეტანის წესს ეხებოდა. ცვლილების თანახმად, ფულადი დახმარების მიღება შეეძლებათ, არა მხოლოდ სტიქიით, არამედ სიძველისაგან დაზიანებული სახლების და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეებსაც. ცვლილების თანახმად, შესაძლებელია ასევე დაზიანებულ სახლზე მოქალაქემ რამდენჯერმე მიიღოს დახმარება მიზნობრიობის დადგენის შემთხვევაში.

 

სხდომაზე ბიუროს წევრებმა ასევე იმსჯელეს საგრანტო კონკურსში წარსადგენ პროექტებზე. როგორც მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა განმარტა „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების

პროგრამა“ მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს. „კონკურსის პირობებიდან გამომდინარე პროექტები უნდა მოიცავდეს ტურისტულ, კულტურულ ან საგანმანათლებლო ობიექტების მშენებლობას ან რეკონსტრუქციას. საკრებულოს მოსაწონებლად წარმოგიდგენთ, ხუთ პროექტს, რომელთაგან შეიძლება დაფინანსდეს ორი ან ერთი, ეს პროექტებია: ხუნევის ბაღის მშენებლობა, ისტორიული მუზეუმის რეკონსტრუქცია-განახლება, ხარაგაულის პარკის რეაბილიტაცია, დევის ხვრელის მიმდებარე ტერიტორიისა და ოკაცეს კანიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.“

 

სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

                                                            

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის N23

დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

                                                                                           მომხს” ვლადიმერ გელაშვილი

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ბორითში მდებარე

არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 1553.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ

36.03.33.190),   მასზე მდგარი შენობა ნაგებობით სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ

საკუთრებაში გადაცემის შესახებ;

                                                                                                   მომხს: ნანული კვინიკაძე

  1. „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების

პროგრამით“ (სრიგპ) საგრანტო კონკურსში, წარსადგენად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოსაწონებლად წარმოდგენილი იდეების განხილვის შესახებ;

                                                                                         მომხსენებელი: პეტრე შარიქაძე

 

ნანახია: 1322 - ჯერ