სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/202024155_1386995431685823_2620949259517867465_n.jpg

სოფელ გედსამანიაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

მაჟორიტარი დეპუტატის , პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ერთობლივი ძალისხმევის და ჩართულობის შედეგად, მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სოფელ გედსამანიაში მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო.

სოფელ გედსამანიაში ბეტონის საფარი გზის 1 350 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა. პროექტი გარდამავალია და მისი ღირებულება 535 948 ლარია. სამუშაოებს შპს ,,მეკა“ აწარმოებს.

,,პროექტის ფარგლებში ნიაღვარდამჭერი ცხაურები და ფერდების დამცავი გაბიონები მოეწყობა. სამუშაოები აქტიურად დავიწყეთ, პროექტი ორწლიანია, წელს 300 ათასი ლარის სამუშაოები უნდა შესრულდეს, თუმცა ვფიქრობ შესაძლებელია პროექტი მთლიანად წელს დასრულდეს"- აცხადებს შპს ,,მეკა"-ს დამფუძნებელი დირექტორი კახი კვატაია.

სოფელ გედსამანიაში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მაღალმთიანი  დასახლებების  განვითარების  ფონდიდან გამოყოფილი  თანხებით დაფინანსდა.

ბეტონის საფარი აღნიშნულ მონაკვეთზე არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივებს გადაადგილების სერიოზულ პრობლემას უქმნიდა. 

 ინფორმაციისთვის,   გედსამანიაში   ცენტრალური გზა  2016  წელს  მობეტონდა,  თუმცა    დარჩა  გარკვეული  მონაკვეთი  და  მოსახლეობის  მოთხოვნით,  ამჯერად კეთილმოწყობილი   გზა  სოფელში  არსებულ  ღვთისმშობილის  სახელობის   ტაძრამდე  მივა.

მთის  განვითარების ფონდიდან   გადმოცემული თანხების  ათვისება   წლის ბოლომდე მოხდება.

ნანახია: 1608 - ჯერ