სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/WaterFromPitcherPouredIntoGlass.jpg.653x0_q80_crop-smart.jpg

ხარაგაულის მერია სოფლად სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებისთვის 100 ათას ლარს დახარჯავს

ხარაგაულის მერია , სოფლად არსებული გამოწვევების დაძლევის  მიზნით, დამატებით თანხებს გამოჰყოფს, რომელიც გზებზე, წყალსა და გარე განათებაზე მიემართება.

აღნიშნულის  შესახებ ინფორმაცია, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე გააკეთა.

თათბირზე აღინიშნა, რომ დამატებითი თანხების ფარგლებში ხარაგაულის მერია სოფლად სასმელი წყლის პრობლემების მოგვარების მიზნით  100 ათას ლარს დახარჯავს.

კობა ლურსმანაშვილი: ,, ჩვენ გავაკეთეთ გეგმა,რომელიც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან შემოსული  მოთხოვნების შედეგად შემუშავდა.  ხარაგაულის მერია 100 ათასი ლარით აფინანსებს სოფლად სასმელი წყლის პრობლემების მოგვარების საკითხს. შეძენილი იქნება მილები, რეზერვუარები, მოხდება არსებული სისტემების განახლება და ჩატარდება აღდგენითი სამუშოები. ეს არის ერთ- ერთი მასშტაბური ხასიათის სამუშაოები და შესყიდვები, რომელსაც ჩვენ სოფლებში სასმელი წყლის პრობლემების გადაჭრის მიზნით, მოქალაქეების მოთხოვნების შესაბამისად  განვახორციელებთ.“

ახალი საბიუჯეტო ცვლილებით, თანხები სოფლად არსებული გამოწვევების დაძლევის  მიზნით ასე გადანაწილდა.

გზების კაპიტალური შეკეთება- 120,0 ლარი;

გზების მიმდინარე შეკეთება - 180,0 ათასი ლარი;

სასმელი წყლის უზრუნველყოფა - 100,0 ათასი ლარი;

გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა - 30,0 ათასი ლარი;

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის მიერ , მერის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიეცათ რეკომენდაცია, სოფლად შესასრულებელი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, დროულად წარმოადგინონ პროექტები.

 

 

ნანახია: 1153 - ჯერ