სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0044.jpg

ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე დამატებით 590 000 ლარი დაიხარჯება

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს რიგგარეშე სხდომა გამართა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა დეპუტატებს 2021 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შედეგები გააცვნეს. სხდომაზე აღინიშნა, რომ შედეგები წინა პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებულია.

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შედეგები წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ვარლამ ჭიპაშვილმა ყურადღება სამოქალაქო ბიუჯეტზე გაამახვილა და აღნიშნა: „სამოქალაქო ბიუჯეტირება ხარაგაულისთვის სიახლეა და მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ინფორმირება. მოქალაქეებს შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი იდეა და მოიპოვონ დაფინანსება, მაქსიმუმ 30 000 ლარის ფარგლებში, საერთო ჯამში მუნიციპალიტეტს სამოქალაქო ბიჯეტირებისთვის 150 000 ლარი აქვს გამოყოფილი.“

სხდომაზე ასევე განიხილეს საბიუჯეტო ცვლილება, რომლის თანახმად, ხარაგაულის ბიუჯეტში გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები 1 007,8 ათასი ლარით, მათ შორის, დამატებითი ღირებულების გადასახადი 507,8 ათასი ლარით გაიზარდა ამჟამად შეადგენს 6 036,2 ათას ლარს. ქონების გადასახადიდან მისაღები შემოსავალი განისაზღვრა 500,0 ათასი ლარით და შეადგენს 1 600,0 ათ. ლარს.  

ახალი დაფინანსებიდან 417 000 ლარი უკვე აღებული ვალდებულებების შესასრულებლად მიემართება, 590 000 ათასი ლარი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:

გზების კაპიტალური შეკეთება- 120,0 ლარი;

გზების მიმდინარე შეკეთება - 180,0 ათასი ლარი;

სასმელი წყლის უზრუნველყოფა - 100,0 ათასი ლარი;

გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა - 30,0 ათასი ლარი;

ა(ა)იპ დასუფთავების ადა კეთილმოწყობის გაერთიანება - კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია - 10,0 ათასი ლარი, (პროექტის დოკუმენტაციის მომზადება და თანადაფინანსება);  

დაბა ხარაგაულში დევების ქანდაკებებისა და მიმდებარე სკვერის რეაბილატაციისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამაში ჩასართავად -   პროექტის ღირებულება 300,0 ათასი ლარი;

სოციალური დაცვის ხარჯებში 150,0 ათასი ლარი, მათ შორის, სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარება - 30,0 ათასი ლარი; ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 70,0 ათასი ლარი;

სტიქიური მოვლენების შედეგად და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დახმარება - 35,0 ათასი ლარი;

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დახმარება - 10,0 ათასი ლარი.

სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის ობიექტების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა - 5,0 ათასი ლარი.

საქართველოს რეგიონალური განვითარების ადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში ჩართულია ასევე ხუნევის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა   და თანადაფინანსებისათვის   საჭიროა 15,0 ათასი ლარი.

ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 9 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 9 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

ნანახია: 743 - ჯერ