სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/devebi1.jpg

ხარაგაულში დევების ქანდაკებების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია მოხდება

დაბა ხარაგაულში დევების ქანდაკებებისა  და მიმდებარე სკვერის რეაბილატაცია და ხუნევის ბაღის მშნებლობა - ეს ის პროექტებია, რომელიც ხარაგაულში, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, დევების  ქანდაკებებისა და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და თანადაფინანსებისათვის  10 ათას ლარს გაიღებს, ხოლო ხუნევის ბაღისთვის  15,0 ათას ლარს. 

კობა ლურსმანაშვილი: ,,ჩვენი სურვილია, დევები ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკრეაციულ ზონად ვაქციოთ, აქ არ არის მხოლოდ არსებულის განახლებაზე საუბარი, პროექტის ფარგლებში უფრო მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება. ვფიქრობთ, კლდოვანი ნაწილის ზემოთ მოეწყოს სკვერი, და დევების ტერიტორიასა და სამომავლოდ შექმნილ რეკრეაციულ ზონასთან დამაკავშირებელი ასასვლელი გაკეთდეს, სადაც იქნება სველი წერტილები, ტურისტული ინფრასტრუქტურის შესაბამისი შენობა ნაგებობები. განახლებას საჭიროებენ  თვითონ დევების მონუმენტებიც. საერთო ჯამში,  ამ პროექტზე ნახევარი მილიონი დაიხარჯება, ეს არის ხარაგაულელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვნი ადგილი. ხარაგაული ამ ადგილზე ეგებება და ხვდება სტუმრებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადგილის მოწესრიგება, რომელიც ქმნის განწყობას ხარაგაულზე და სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.“

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით,  ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილი იყო ასევე ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა ცაშეკრულას კანიონის და დიდი ისტორიული მნიშვნელობის მქონე დევების გამოქვაბულის რეაბილიტაცია.

წინადადებების სახით წარდგენილი იყო  ასევე ახალი მუზეუმის მშენებლობა,   და კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია.

მერის , კობა ლურსმანაშვილის, განმარტებით ამჯერად პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტს, რომელიც წელსვე შეიძლება გაკეთდეს და დასრულდეს. სწორედ ამ ფორმით შეირჩა დევების ტერიტორია და ხუნევის ბაღი.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხუნევის საბავშვო ბაღის შენობა დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი.

კობა ლურსმანაშვილი: ,,ზოგადად, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს , რომელსაც მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ფონდებიდან ახორციელებს  მილიონი ლარის ღირებულების 2 პროექტი ემატება. მომავალი წლიდან  ჩვენ შეგვიძლია ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში  სხვა პროეტების განხორციელებაზეც ვიზრუნოთ. ხარაგაული ინფრასტრუქტურული მიმართულებით არ ჩერდება, უფრო მეტი სიახლეების მოლოდინში ვართ, მიმაჩნია რომ ხარაგაული წარმატებით ახერხებს გაართვას თავი გამოწვევებს.“

 

 

 

 

 

ნანახია: 2305 - ჯერ