დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებს მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა საბიუჯეტო ცვლილება წარუდგინა.
საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, ხარაგაულის ბიუჯეტში გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები გაიზარდა 1 007,8 ათასი ლარით, მათ შორის, დამატებითი ღირებულების გადასახადი 507,8 ათასი ლარით გაიზარდა და ამჟამად შეადგენს 6 036,2 ათას ლარს. ქონების გადასახადიდან მისაღები შემოსავალი გაიზარდა 500,0 ათასი ლარით და შეადგენს 1 600,0 ათ. ლარს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა საბიუჯეტო ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა: „გვაქვს შესაძლებლობა ახალი დაფინანსება მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებაზე მივმართოთ. პრიორიტეტად განისაზღვრა ინფრასტრუქტურული და სოციალური მიმართულება. სოციალური მიმართულება 150 000 ლარით არის გაზრდილი, კიდევ უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ, რათა ჩვენი მოაქალაქეების პრობლემების შესაძლებლობის ფარგლებში აღმოვფხვრათ.“
ახალი დაფინანსებიდან 605,8 ათასი ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განსახორციელებლად, ხოლო დარჩენილი თანხა უკვე აღებული ვალდებულებების დასაფარად მიემართება.
გზების კაპიტალური შეკეთება- 120,0 ლარი;
გზების მიმდინარე შეკეთება - 180,0 ათასი ლარი;
სასმელი წყლის უზრუნველყოფა - 100,0 ათასი ლარი;
გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა - 30,0 ათასი ლარი;
ა(ა)იპ დასუფთავების ადა კეთილმოწყობის გაერთიანება - კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია - 10,0 ათასი ლარი, (პროექტის დოკუმენტაციის მომზადება და თანადაფინანსება);
რელიგიის ხარჯებში - 15,0 ლარი;
დაბა ხარაგაულში დევების ქანდაკებებისა და მიმდებარე სკვერის რეაბილატაციისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამაში ჩასართავად - პროექტის ღირებულება 300,0 ათასი ლარი;
სოციალური დაცვის ხარჯებში 150,0 ათასი ლარი, მათ შორის, სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარება - 30,0 ათასი ლარი; ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 70,0 ათასი ლარი;
სტიქიური მოვლენების შედეგად და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დახმარება - 35,0 ათასი ლარი;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დახმარება - 10,0 ათასი ლარი.
სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის ობიექტების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა - 5,0 ათასი ლარი.
საქართველოს რეგიონალური განვითარების ადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში ჩართულია ასევე ხუნევის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და თანადაფინანსებისათვის საჭიროა 15,0 ათასი ლარი.