დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების ადგილზე აღმართული მემორიალი, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, კულტურის, განათლების , სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსთან, ირინე ჩხეიძესთან და მერიის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსთან, ალექსანდრე ტაბატაძესთან ერთად ყვავილების გვირგვინით შეამკო.
ქართველი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი, დისიდენტი და უფლებადამცველი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერი გახლდათ.
მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი:
,, მერაბ კოსტავა არის სიმბოლო მეგობრობის,გმირობის,შეუდრეკელობის და მამულიშვილობის.
მე ნამდვილად მეამაყება, რომ ხარაგაულის მერი , კობა ლურსმანაშვილი მერაბ კოსტავას თანამებრძოლი, გახლდათ, მისი გზა ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან დაკავშირებული იყო სამშობლოსთან, მის გაძლიერებასთან და თავისუფლებასთან.
მერაბ კოსტავას საქმიანობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში, ბრძოლასა და წარმატებაში. იგი აქტიურად იბრძოდა საზოგადოების გამთლიანებისთვის და სწორედ ამიტომ დღეს ყველა ქართველისთვის ის ეროვნული გმირია."
1989 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავამ განაცხადა: „თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდეთ და ვეღარ ვპოვებდეთ“.
სოფელ ბორითში, ტრაგედიის ადგილზე, ყოველი წლის 26 მაისს და 13 ოქტომბერს, ეროვნული გმირის მემორიალთან მისი მეგობრები და თანამებრძოლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სოფელ ბორითის მაცხოვრებლები იკრიბებიან.
კაცი ლეგენდა- სიცოცხლეშივე ასე მოიხსენიებდნენ მას .
დღეს გმირის დაღუპვის დღეა .