სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0003_1.JPG

როგორია გენდერული ბალანსი ხარაგაულის ახლადარჩეულ საკრებულოში

''kharagaulinews'' დაინტერესდა, როგორ დაკომპლექტდა ხარაგაულის  საკრებულო 2  ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე , ასევე გაუმჯობესდა თუ არა გენდერული ბალანსი და რამდენმა ქალმა მოიპოვა მანდატი.

გენდერული ბალანსის თვალსაზრისით, ხარაგაულის ახლადარჩეული საკრებულო  იმერეთის მაშტაბით კვლავ ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს.

9 მანდატი ერგო ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“.  4 მაჟორიტარული და 5 პროპორციული სიით.

2 მანდატი ერგო ,,ნაციონალურ მოძრაობას'' პროპორციული სიით.

1 წევრს შეიყვანს გიორგი გახარია ,,პარტია საქართველოსთვის“.   

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ''ქართული ოცნება'' ერთადერთი პარტიაა, რომელსაც ამ მოწვევის საკრებულოში 9 ქალი წევრი ეყოლება.

ინფორმაციისთვის, 2017 – 2021 წლის მოწვევის საკრებულოში 10 ქალი იყო.

 ქალთა რაოდენობა საგრძნობლად არა, თუმცა ამ მოწვევის საკრებულოში ორით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიიდან საკრებულოში 3 ქალი იქნება.

ახალი საკრებულო პირველ სხდომას მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში გამართავს.

საბოლოო მონაცემებით, ხარაგაულის 33 წევრიან საკრებულოში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ 24 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ კი-9.

მმართველი პარტიის 24 დეპუტატიდან 13 პარტიული სიიდან იქნება, ხოლო 11 მაჟორიტარი დეპუტატი.

 

ნანახია: 1350 - ჯერ