სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/qwe55asddff6a5sf6a5sfaqqq.JPG

 მერის პირველმა მოადგილემ ხაძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, სოფელ ვარძიაში,მერის წარმომადგენელთან, მზექალა გლუნჩაძესთან ერთად ხანძრის შედეგად დაზარალებულ ჩაჩანიძეების ოჯახს ესტუმრა და  მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

 ხანძარი ელექტროენერგიის შედეგად გაჩნდა , რის გამოც ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა და თავს ამ დრომდე დამხმარე  სათავსო ნაგებობაში აფარებს.

ხარაგაულის მერიის დახმარებით, დაზარალებულ ოჯახის ანგარიშზეა 9 ათასი ლარი, რომელიც ამ ეტაპზე პირველადი სამუშაოების გაწევას მოხმარდება.

ოჯახს დახმარება გაეწია ასევე პირველადი მოხმარების საგნებით.

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი:

,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ, მერის კობა ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით, ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ  ოჯახს დროული დახმარება მიეღო. თუ მუნიციპალიტეტს ექნება სამართლებრივი და ფინანსური რესურსი ჩვენ კიდევ მივიღებთ დამატებით  გადაწყვეტილებას, რომ დროულად მოხდეს გარკვეული სამუშაოების ჩატარება და ოჯახს საცხოვრებელი ჰქონდეს.  სტიქიით დაზარალებული ოჯახები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არც თუ ისე იშვიათია, რაც ნამდვილად სამწუხაროა. ასეთ ადამიანებს   დროული დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ, ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოთ. ყველაზე მეტად ამ დროს სჭირდება ადამიანს მხარდაჭერა და თანადგომა."

 

 

 

ნანახია: 1097 - ჯერ