სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0378.JPG

ბიუროზე საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში მოისმინეს

დღეს საკრებულოს თავმჯდომარის , მანანა ბარბაქაძის ხელმძღვანელობით, ბიუროს სხდომა გაიმართა.

სხდომას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. 

სხდომის მთავარი თემა ფინანსები და  მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის გაწეული საქმიანობის შესახებ წარმოდგენილი ანგარიში გახლდათ.

ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე 6 თვე საფინანსო სამსახურის მუშაობა, უფრო მობილური და შედეგიანი იყო. ,,ეს ბიუჯეტის შესრულებასა და მის პარამეტრებშიც ჩანს. მზადა ვარ საკრებულოს სხდომაზე ანგარიშთან დაკავშირებით არსებულ კითხვებსა და შენიშვნებს ვრცლად ვუპასუხო - განაცხადა სხდომაზე საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა.  

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: ,, საფინანსო - საბიუჯეტო სამსახური ნამდვილად მუშაობს, მაგრამ მათი ეფექტურობა კვლავ გასაზრდელია. სამსახური აქტიურად ურთიერთობს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, მათ შორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, ორმხრივი თანამშრომლობით, საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით, არაერთი სამართლებრივი აქტი და ანგარიში მომზადდა. საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურმა წლიური ანგარიში აუდიტის რეკომენდაციების გათვალისწინებით წარმოადგინა. მერიამ, საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის მუშაობით, შეძლო, რომ საანგარიშო პერიოდში გაგვეთვალისწინებინა სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციები საწვავთან და წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით. შემუშავდა სამართლებრივი რეგულაციები, რაც გაწერს ხარჯვის წესს, რათა ხარჯვა იყო კანონიერი და დასაბუთებული.აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ნამდვილად გამოვყოფდი ბოლო 6 თვის მონაცემებს, როდესაც საბიუჯეტო სახსრები მკვეთრად გაიზარდა ინფრასტრუქტურის და სოციალური მიმართულებით. ვრეაგირებდით მუნიციპალიტეტის საკრებულოდან წამოსულ მოთხოვნებზე და ამაში საფინანსო სამსახური აქტიურად იყო ჩართული. სამსახური გაატიურდა საანგარიშო პერიოდში ინვენტარიზაციის პროცესთან დაკავშირებით.მოგეხსენებათ , რომ ეს არის საფინანსო - საბიუჯეტო და ეკონომიკის სამსახურის ერთობლივი მუშაობის შედეგი. ჩვენ ამ კუთხით ერთად ვდგამთ ნაბიჯებს. არის საკითხები , რომელზედაც კიდევ ვმუშაობთ, ამ ეტაპზე გამოწვევაა ჩვენთვის და აქტიური მუშაობით მასაც დავძლევთ."

სხდომაზე საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ პავლე კიკალიშვილმა აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობის და ჩართულობის შედეგად  პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის მხრივ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, 2021 წლის ბიუჯეტში გარკვეული პროგრესი აქვს.

6 სექტემბრის საკრებულოს სხდომის  საკითხთა ნუსხა  ასე გამოიყურება:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის

ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ

მომხს:პავლე კიკალიშვილი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში

გაწეული მუშაობის შესახებ

მომხს: ვლადიმერ გელაშვილი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19

დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური

თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ

ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი

სარგოების განსაზღვრის შესახებ“. ცვლილების შეტანის თაობაზე

სხდომა 6 სექტემბერს  10 საათზე გაიმართება.

 

ნანახია: 712 - ჯერ