სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/258606743_441192164271269_5420829467637646028_n.jpg

კობა ლურსმანაშვილი: ხუნევის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 619 ათას 170 ლარი გამოიყო

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით,  ,,2020 – 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“  ფარგლებში ხუნევის ბაღის მშენებლობისთვის თანხა ოფიციალურად გამოიყო.

პროექტის ღირებულება 619 170 ლარია.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

,,ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს ხარაგაულში 8 საბაშვო ბაღი დაგვხვდა. აქედან 7 ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა. ხუნევის საბავშვო ბაღი არის ერთადერთი ძველი შენობა , რომელიც შემოგვრჩა და რომლის ადგილზეც   ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში სრულიად ახალი ბაღი აშენდება.  ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხარაგაულში  12  საბავშვო ბაღი აშენდა . სულ მალე, მათ ხუნევის საბავშვო ბაღი შეემატება.“

,,ხუნევის თემი ხუთ სოფელს აერთიანებს , აქედან ორი გედსამანია და ბჟინევი  მაღალმთიანი სოფელია.  სოფელ ხუნევში მდებარე საბავშვო ბაღის შენობა ბავშვების სწავლა-აღზრდისთვის საშიშს წარმოადგენდა , დარღვეული იყო უსაფრთხოების ყველა ნორმა , სწორედ ხარაგაულის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის და მაჟორიტარი დეპუტატის ერთობლივი ძალისხმევის და ყურადღების შედეგია, ის რომ  ხუნევში  თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღი აშენდება.ამჟამად ბაღში 25 ბავშვია , კონტიგენტი მზარდია.- აცხადებს ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი, ლენა აბაშიძე.

ახალი საბავშვო ბაღი 30 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.

ხარაგაულის მერია სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

2022 წელს, ხუნევს ახალი საბავშო ბაღი ექნება.

ნანახია: 1119 - ჯერ