სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/262108074_4603249043057350_3286590987601012225_n.jpg

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ფოტოკონკურსს აცხადებს

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, ნინო დიდიძის ინფორმაციით, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი  ფოტოკონკურსს - „შემოდგომა, მე და იზოლაცია" ატარებს.  ფოტოკონკურსში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ.  საუკეთესო ფოტოები დაიბეჭდება, რომელთა გამოფენა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მოეწყობა.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან მუზეუმის სიგელით და გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფოტოები, 14 დეკემბრამდე, უნდა გაგზავნონ მისამართზე xaragaulismuzeumi@gmail.com

ნანახია: 960 - ჯერ