საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfgsdfgsdfgdfgfdg.JPG
11/09/2018 08:49

ხარაგაულის მერიამ დოღში გამარჯვებულს ქერი გადასცა

ხიდრისა და კიცხის მოსახლეობის ინიციატივით ხიდარი-კიცხის საზღვარზე დოღი გაიმართა. დოღში ხარაგაულის სოფლებიდან 35-მდე ცხენოსანმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან პირველ ადგილზე გასულ ავთო ფოფხაძეს (კიცხი) 200კგ. ქერი გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელ  გიორგი არევაძეს (საღანძილე)  -100კგ, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ნიკა ბერაძეს - 50კგ.  გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ასევე, საკრებულოს, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, მერიის კულტურის სამსახურისა და ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის  წარმომადგენლებმა. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ა(ა)იპ „სპორტისა და ტურიზმს განვითარების ცენტრი“ (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი).
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcgbncvbncvbn.JPG
05/09/2018 11:04

ხარაგაულში პირველკურსელებს შეხვედრა მოუწყვეს

დღეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით, პირველკურსელებთან ტრადიციული შეხვედრა გაიმართა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ხარაგაულელ პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცეს, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. პირველკურსელებმა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში რამაზ ბლუაშვილის ფოტო-გამოფენა - „საქართველო და ქართველები ამერიკულ პრესაში“ დაათვალიერეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი მათთვის მოწყობილ კაფე-საღამოს დაესწრნენ. 2018 წელს ხარაგაულს 190 მეთორმეტეკლასელი ჰყავდა, მათგან 94 სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობს სწავლას. გილოცავთ ყველა პირველკურსელს, განსაკუთრებით კი ხარაგაულელ ახალგაზრდებს, სტუდენტობას და წარმატებებს გისურვებთ!    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/40648973_2112301505649167_5330171357705535488_n.jpg
04/09/2018 09:17

უფასო სწავლება - ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება

ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანხმადაც ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება. ცენტრი, რომლის ფუნქციონირებასაც გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალი უზრუნველყოფს, მოსახლეობას, სხვადასხვა პროფესიულ დარგებში უფასო სწავლებას სთავაზობს. ცენტრის ორგანიზებით ასევე, შესაძლებელი იქნება ტრენინგების მოდულების მომზადება და ჩატარება.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და სახალხო უნივერსტეტთა გერმანული ასოციაციის, საქართველოს ფილიალის „თბილისის პროექტთა ბიუროს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნულ ორგანიზაციას, დაბა ხარაგაულის ცენტრში მდებარე, (სოლომონ მეფის  # 19ა , ყოფილი პოლიციის შენობა) ფართი 10 წლის ვადით, იჯარით, გადაეცა. ასოციაცია სრულად უზრუნველყოფს არსებული ფართის მოწესრიგებას და სწავლებისთვის შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0033.JPG
01/09/2018 15:37

„ჩვენ დავეხმარებით ხარაგაულს“ - ელიზაბეთ რუდი

ვიზიტის ფარგლებში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი, იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე, მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სოფელ ნუნისში, ხარაგაულელი ახალგაზრდების მიერ მომზადებულ პრეზენტაციას დაესწრნენ.   შოთა ხარატიშვილის ინიციატივით მომზადებული პრეზენტაცია, რომელიც ახალგაზრდების ხედვას - როგორ უნდა გან ვითარდეს ხარაგაული - შეეხებოდა, დამსწრე საზოგადოებას, შაკო ჩხეიძემ და გიორგი მელაშვილმა წარუდგინეს.   „დასრულდა ამერიკის ელჩის ვიზიტი ხარაგაულში. შედგა ნაყოფიერი შეხვედრები. იმერეთის გუბერნატორთან და ახალგაზრდებთან ერთად, განვიხილეთ ხარაგაულის ტურისტულად განვითარების მნიშვნელოვანი დეტალები და კონკრეტული ხედვები. ქალბატონმა ელიზაბეთმა ყურადღებით მოისმინა პრეზენტაცია და დახმარების სურვილი გამოთქვა. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რამაზ ბლუაშვილს, ვისი ინიციატივითაც მოხდა ელჩის სტუმრობა ხრაგაულში. ჩვენი მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვდრები შედგა“ - აღნიშნა ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ.  „ჩვენ დავეხმარებით ხარაგაულს! აქ გატარებული ორი დღე არასდროს დამავიწყდება“ - ამ სიტყვებით შეაჯამა ელიზაბეთ რუდმა ხარაგაულში ორ დღიანი ვიზიტი და მომავალი თანამშრომლობის და ურთიერთობების გაგრძელების სურვილით ხარაგაულიდან კმაყოფილი წავიდა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfhbfghfghfghb.JPG
31/08/2018 12:00

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე. სხდომაზე საბჭოს წევრებმა ყველა განცხადებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. დადებითი რეკომენდაცია გაეწიათ ეთერ ლომიძეს, თენგიზ ლომიძეს, თამაზ ლომიძეს, არკადი გორგაძეს, პავლე ჩადუნელსა და ჯემალ ჩადუნელს. აღნიშნული საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ინგა ლურსამანაშვილი - იურდიული განყოფილების, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-განყოფილების უფროსი (სხდომის თავმჯდომარე); თამარ სულაქველიძე - იურდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის თავმჯდომარის მოადგილე); ნინო ფერაძე - ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის მდივანი); თამთა მეტრეველი - იურდიული განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საბჭოს წევრი); ალექსანდრე ტაბატაძე - სოციალური დაცვის განყოფილების მეორადის ტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfbvzcxbcxvb.JPG
30/08/2018 15:24

ხარაგაულში ამერიკის ელჩი ელიზაბეთ რუდი იმყოფება

ხარაგაულში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის ელჩმა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, კობა ლურსმანაშვილთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ისტორიულ მუზეუმში ფოტო-გამოფენა - „საქართველო და ქართველები ამერიკულ პრესაში“ დაათვალიერა. გამოფენაზე ამერიკაში რამაზ ბლუაშვილის მიერ მოპოვებული მასალებია წარმოდგენილი. ამავე დღეს, ელიზაბეთ რუდი ხარაგაულის კინოთეატრში რამაზ ბლუაშვილის ფილმის -„სიმღერა“ ჩვენებას დაესწრო. ფილმი 1977 წელს ქართული პოლიფონიური სიმღერის -„ჩაკრულო“ კოსმოსში გაგზავნას ეძღვნება. ამერიკის ელჩი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ხარაგაულმა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ელიზაბეთ რუდის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირადად გაეცნო ხარაგაულის კულტურულ ცხოვრებას.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ  მადლობა გადაუხადა ელიზაბეთ რუდს ხარაგაულში სტუმრობისთვის და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. დღის ბოლოს ამერიკის ელჩი სოფელ ნუნისში გაემგზავრება, სადაც ხვალ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხარაგაულელი ახალგაზრდების მიერ  მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების შესახებ მომზადებულ პრეზენტაციას გაეცნობა.    ამერიკის ელჩის ხარაგაულში ვიზიტის ინიციატორი გახლავთ ხარაგაულელი რამაზ ბლუაშვილი. ვიზიტის მხარდამჭერია ამერიკის საელჩო საქართველოში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xbgvncvbncvbnvcb.jpg
27/08/2018 14:28

პროექტი - ,,სიმღერა ყველა სოფელს,, დასრულდა

ა(ა)იპ „ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის” (დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი) პროექტი - ,,სიმღერა ყველა სოფელს" დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის 16 სოფელში გაიმართა კონცერტი, რომლის მიზანი სოფლების გამოცოცხლება, ადგილობრივი მოსახლეობის წახალისება, ხელოვნების დარგების განვითარება და პოპულარიზაცია გახლდათ. „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით, გამართულ კონცერტებში მონაწილეობას ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ. ღონისძიებებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ესწრებოდნენ სოფლებში ჩამოსული დამსვენებლები. აღნიშნული პროექტის პარალელურად, სოფლებში სპექტაკლები გამართა კულტურის ცენტრთან არსებულმა თოჯინების თეატრმა (რეჟისორი ირინე ჩხეიძე). თოჯინების თეატრი სეზონის ბოლო სპექტაკლს ღორეშაში 29 აგვისტოს, 12:00 საათზე, გამართავს. მოსახლეობა მოხარულია და კმაყოფილებას გამოთქვამს გამართული კულტურული ღონისძიებებით.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/zsdfhbsxzcvbxcvbcv.JPG
24/08/2018 14:28

,,აწარმოე საქართველოში,, - ბიზნეს იდეის ავტორები 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ

დღეს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ იმერეთის კოორდინატორმა, ჭაბუკი ჭეიშვილმა პროგრამით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თემური ჩხეიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იმერეთის კოორდინატორმა, ჭაბუკი ჭეიშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროგრამაში არსებული სიახლეები გააცნო და დასმულ კითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, „კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მეწარმე სუბიექტს, რომელსაც აქვს ბიზნეს იდეა და სურს მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარება. პროგრამაში ჩართვა შეუძლია, ასევე, მეწარმე სუბიექტს ან მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელსაც გასულ წლებში მოპოვებული აქვს დაფინანსება და სურს საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღება. ამ შემთხვევაში, განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც - დაფინანსების ხელმეორედ მოპოვების მსურველმა მოთხოვნილი თანხის არანაკლებ 50 პროცენტი უნდა დაფაროს. ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი კი განისაზღვრება მოხთოვნილი თანხის არანაკლებ 20 პროცენტით. დაფინანსება, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია და შეადგენს 20 000 ლარს. ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი თანხა უნდა შეესაბამებოდეს მის ბიზნეს იდეას და გათვალისწინებული უნდა იყოს რისკები. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება, მშენებლობა. პრიორიტეტი მიენიჭება ბენეფიციართა მხრიდან მეწარმეობის განვითარებისათვის მანქანა/დანადგარების შეძენას. პრიორიტეტი მიენიჭებათ, ასევე, ახალგაზრდებს, ქალ მეწარმეებსა, დამწყებ მეწარმეებსა და სოფლად განსახორციელებელი ბიზნესის იდეის ავტორებს. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი საფეხურები: 1. ბიზნეს იდეების კონკურსი; 2. ტრენინგი ზოგად მეწარმეობაში; 3. ბიზნეს გეგმების კონკურსი; 4. ხელშეკრულების გაფორმება; 5. თანამონაწილეობის თანხის ჩარიცხვა; 6. გრანტის თანხის ჩარიცხვა; 7. დამატებითი ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები. ის ბენეფიციარები, რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ დაფინანსება გააგზავნიან მხოლოდ ბიზნეს გეგმას. ბიზნეს იდეის ავტორები, რომელთაც სურთ დაფინანსების მოპოვება უნდა დარეგისტრირდნენ საიტზე - qartuli.ge  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghbfghfdg.JPG
23/08/2018 12:21

„აწარმოე საქართველოში“ - ბიზნეს იდეის ავტორები 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ

http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/1498484151_share_1.png
22/08/2018 14:17

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის კოორდინატორი ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდება

გაცნობებთ, რომ 23 აგვისტოს, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ იმერეთის კოორდინატორი, ჭაბუკი ჭეიშვილი ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და პროგრამით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრას გამართავს. მათ ვისაც სურვილი აქვთ ჩაერთონ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამაში, გთხოვთ, მობრძანდეთ, 12:00 საათზე, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში.  შეხვედრაზე კოორდინატორი ჭაბუკი ჭეიშვილი დამსწრე საზოგადოებას პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში არსებულ სიახლეებს გააცნობს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებს.
სრულად