საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/69640098_424070278464674_2835279706486472704_n.jpg
07/09/2019 12:34

უნიკალური სოფელი ხარაგაულში - სოფელ ფარცხნალზე ფილმს იღებენ

 ხარაგაულში, სოფელ ფარცხნალზე ფილმის გადაღება მიმდინარეობს, რომელსაც კინოსტუდია ,,პიონერფილმის" ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე თავის აღსაზრდელებთან ერთად იღებს. ფილმის გადაღების იდეა ბატონ გრიგოლს მას შემდეგ დაებადა, როცა იზა ვეფხვაძის წიგნი ,,ფარცხნალი კორიფეთა სამკვიდრო" წაიკითხა, სადაც სოფელ ფარცხნალზეა მოთხრობილი. სოფელზე, რომელმაც ქართულ მეცნიერებასა და ხელოვნებას უდიდესი კორიფეები აღუზარდა. დიდი ხნის ოცნება იყო ფარცხნალზე დოკუმენტური ფილმი გადაეღო ქალბატონ იზასაც. იდეები ერთმანეთს დაემთხვა და ფილმის გადაღებაც დაიწყო. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ხარაგაულში ჩამოდის ორი უცხოელი, რომლებმაც იციან სოფელ ფარცხნალის უნიკალურობის შესახებ და სურთ დაათვალიერონ სოფელი და მისი ღისშესანიშნაობები. მათ მეგზურობას უწევს რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე. აცნობს სოფლის ისტორიას, იმ სახელოვან ადამიანებს, რომლებიც ამ სოფელში გაიზარდნენ. ფილმის სცენარები გადაიღეს: ევგენი ხარაძის, არჩილ ხარაძის, რუსუდან და ანა ხარაძეების სახლში, კიტა ბუაჩიძის ეზო-გარემოში, გადაიღეს ასევე,  დიდი გალაქტიონ ტაბიძის დარგული ცაცხვი და სახლი, სადაც ის ფარცხნალში მასწავლებლობის დროს ცხოვრობდა. გარდა ამისა ფილმის სიუჟეტი გადაიღეს კახორის სალოცავზე და სხვა ღისშესანიშნავ ადგილებში. ფილმში მონაწილეობას იღებენ ხარაგაულელი ახალგაზრდებიც, რომლებიც  იმერულ სიმღერებს ასრულებენ. ფილმის რეჟისორი და ოპერატორი, „პიონერფილმის" პრეზიდენტი 16 წლის მარიამ(მაშო) გიგილაშვილი გახლავთ „ვიცოდი ხარაგაულის შესახებ და ყოველთვის მინდოდა ჩამოსვლა, დამაინტერესა ფილმმა, რომელიც უნდა გადამეღო და კიდევ უფრო დამაინტერესა იმან, რომ ისეთ ქალბატონთან უნდა მქონოდა ურთიერთობა, როგორიც იზა ვეფხვაძეა. ვფიქრობ, რომ ფილმი ძალიან კარგი გამოვა"-გვეუბნება მაშო გიგილაშვილი. იზა ვეფხვაძე ამბობს, რომ ფილმის სიუჟეტი ისე დაიგეგმა აუცილებლად უნდა ჩამოსულიყვნენ უცხოელები, რადგან ამას გარკვეული მიზანი ქონდა. ლიტერატურული თეატრის რეჟისორის ინფორმაციით ფილმს უცხოელები თავიანთ ქვეყანაში თანატოლებს ჩაუტანენ და აჩვენებნ როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებში, ყველფერი ეს კი ხარაგაულის და კერძოდ სოფელ ფარცხნალის პოპულარიზაციისთვის კეთდება.   ფილმის გმირები, ებრაელი- ლეონ შავიტი და გერმანელი- ნინა ზინგერი „პიონერფილმის" აღსაზრდელები არიან და კინოხელოვნებას ეუფლებიან. დიდი შთაბეჭდილებებით და განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით მოხიბლული ნინა ზინგერი სურვილს გამოთქვამს მომავალში აუცილებლად კიდევ ჩამოვიდეს ხარაგაულში. ფილმის გადამღები ჯგუფი მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ კულტურის და ხელოვნების ცენტრი. უნდა აღინიშნოს, რომ ფილმს ბატონი გრიგოლ ჩიგოგიძე საკუთარი ხარჯებით იღებს. პრემიერა კი, სავარაუდოდ ნოემბერში, ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ ხარაგაულში გაიმართება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0115.JPG
04/09/2019 13:36

ხარაგაულის საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ხარაგაულის საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება თეთრაწყაროს, ბორის, საღანძილის და დაბის #3 საჯარო სკოლებს. სველი წერტილები ეწყობა ნადაბურის, ლეღვნის და ღორეშის საჯარო სკოლებში, სახურავი შეიცვალა  მოლითის საჯარო სკოლაში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის მიზნით, მიმდინარე წელს, 410 000 ლარი გამოეყო. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG-8cf37d345a8baa7b9e52e6e0aa6b1337-V.jpg
03/09/2019 16:54

მხატრიშვილების ოჯახს მერის სარეზერვო ფონდიდან დაეხმარებიან

დღეს, სოფელ ვახანში, მხატრიშვილების მრავალშვილიან ოჯახს სახლი დაეწვა.  სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადამ, მიუხედავად ოპერატიული მოქმედებისა ხანძრის ლიკვიდაცია ვერ შეძლო. ხის სახლზე ცეცხლის ალი სწრაფად გავრცელდა.  ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, მალხაზ მხატრიშვილის 8 სულიან ოჯახს მერის სარეზერვო ფონდიდან მაქსიმალურად დაეხმარებიან, რისთვისაც დაუყოვნებლივი რეაგირება უკვე დაწყებულია.  ოჯახის წევრებს, რომლებმაც, ფაქტობრივად, სახლიდან ვერაფრის გამოტა ნა ვერ შეძლეს, უკვე შეხვდნენ მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე და მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილი. მათი ინფორმაციით, მხატრიშვილები, დროებით, ნათესავის სახლში იცხოვრებენ.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებული ოჯახისთვის იწყებს სოციალურ აქციას, პირველადი საჭირო ნივთების შეგროვების მიზნით. მეგობრებო, მოგმართავთ თხოვნით, შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმაროთ მხატრიშვილების ოჯახს.  აქციის ფარგლებში ვაგროვებთ ტანსაცმელს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და საკვებ პროდუქტებს.  დახმარების მსურველები დაუკავშირდით მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურს. ტელეფონის ნომრებზე: 599 85 26 52 ნანა კიკნაძე; 599 37 23 72 ალექსანდრე ტაბატაძე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0045.JPG
03/09/2019 11:47

ხარაგაულის სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაცია იწყება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ორშაბათის თათბირზე, მერის წარმომადგენლებისგან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.  2 სექტემბრის მონაცემებით, ხარაგაულის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება. სოფლის პროექტების შესრულება აქტიურ ფაზაშია. ზოგიერთ სოფელში სამუშაოები დასრულებულია.  რაც შეეხება წყლის სისტემების მოწყობას, რისთვისაც მერიამ წყლის მილებზე ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია, და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC2710.JPG
23/08/2019 12:02

რა გაკეთდა ბაზალეთში - ანგარიში მოსახლეობას

ბაზალეთის თემში ოთხი სოფელი - ბაზალეთი, წიფი, ღარიხევი და  ქროლია გაერთიანებული.  ბაზალეთს ხარაგაულში ევროპულ სოფელს ეძახიან.  მოასფალტებულია სოფლის ცენტრალური გზა, აღნიშნულ გზაზე მოწყობილია გარე განათების სისტემა, ბაზალეთის მოსახლეობა სარგებლობს ბუნებრივი აირით, სოფელს აქვს სპორტული მოედანი, ფუქნციონირებს საჯარო სკოლა, მოსახლეობას ემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი.  ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული დაბა ხარაგაულთან ახლოს, 4 კილომეტრში მდებარეობს. 2014-2015 წლებში მოასფალტდა ბაზალეთის ცენტრალური გზის 3კმ-მდე მონაკვეთი.  2017-2018 წლებში ორ ეტაპად განხორციელდა ღარიხევის სასოფლო გზის რეაბილიტაცია, საერთო ჯამში 1 800 მეტრი.  2017 წელს აშენდა ღარიხევის დაწყებითი განათლების სკოლის ახალი შენობა.  2015 წელს ბაზალეთის ცენტრალურ გზაზე მოეწყო გარე განათების სისტემა, 2017 წელს კი ღარიხევის რეაბილიტირებული მონაკვეთი განათდა.  2015-2016 წლებში ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო სამი ხიდ ბოგირი, ბაზალეთში, დევდარიანების უბანში და ღარიხევში ბრუისისა და ჭილოფის უბანში, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა. 2013 წელს აშენდა ბაზალეთში შესასვლელი ახალი ხიდი მდინარე ჩხერიმელაზე.  2018 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაზალეთში ქვედა ნანიტაშვილების უბნის გზას, 500 მეტრიან მონაკვეთს, ხოლო ზედა ნანიტაშვილებში, ასევე 500 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია წელს განხორციელდა. ასევე, სოფელ ბაზალეთში დევდარიანებისა და შერგელაშვილების უბანში 2019 წელს ბეტონის საფარი მოეწყო 1კმ-მდე ამორტიზებულ მონაკვეთზე.  2015-2016 წლებში გაზიფიცირდა სოფელ ბაზალეთი.  2014 წელს წყლის სისტემა მოეწყო ღარიხევში კლუბის უბანში, ხოლო 2018 წელს, ქროლში მაქაძეების უბანში.  2014 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელმა შეიძინა ავტობუსი.  წელს სოფლის პროექტებით ბაზალეთსა და ქროლში საუბნო გზებზე გარე განათება მოეწყობა, ხოლო ღარიხევსა და წიფში სასმელი წყლის პრობლემას მოაგვარებენ.  ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 600-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0116.JPG
22/08/2019 17:45

ხალხთან ახლოს - ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობას ინტენსიურად ხვდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე სოფელ ხუნევის კალოს უბნის მოსახლეობას შეხვდა. კალოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს! ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ვალდებულება 2018 წელს უნდა შეესრულებინა. შპს "საპოვნელა" სამუშაოებს, ახლა, სანქციების თანხლებით ასრულებს. გზის მშენებლები განმარტავენ, რომ 800 მეტრიანი ამორტიზებული მონაკვეთის რეაბილიტაციას, რამდენიმე დღეში დაასრულებენ❗ შეხვედრაზე, მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობამ რამდენიმე პრობლემატურ საკითხზე ისაუბრა. მათ შორის ადგილზევე გადაიჭრა ერთი პრობლემა, კერძოდ, გზის გარკვეული მონაკვეთი რეაბილიტაციის გარეშე რჩებოდა, რადგან პროექტში არ იყო გათვალისწინებული. მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებით, მოსახლეობის მოთხოვნით, გზის ეს მონაკვეთიც გაკეთდება. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0289.JPG
22/08/2019 12:58

დაზარალებულ ოჯახს ხარაგაულის მერიამ სახლი შეუძინა

მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეჟათუბანში მცხოვრებ დაზარალებულ თამაზ კაკიაშვილს მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი სახლი შეუძინა.  სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში თამაზ კაკიაშვილის სახლი ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან და საცხოვრებლად უვარგისი გახდა. ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული დაზარალებული ოჯახის პრობლემების შესწავლაში, პირადად მიულოცეს ახალმოსახლეობა კაკიაშვილების ოჯახს. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სახლის შესაძენად 10 000 ლარი ჩაირიცხა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0261_1.JPG
21/08/2019 17:20

მოლითი-ფონას გზის მშენებლობა დაიწყო

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა დაიწყო! 25 კილომეტრიანი მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას, რომელიც სოფელ ბაბიდან იწყება და მოლითი, წიფა-ფონა-ჩუმათელეთის მიმართულებით გრძელდება, აზერბაიჯანული კომპანია „აკორდი“ განახორციელებს. ამ დროისთვის კომპანიას მობილიზებული ყავს ტექნიკა, ჩუმათელეთი-ფონას მხრიდან, სადაც წინა მოსამზადებელი სამუშაოები და მილხიდების მოწყობა უკვე მიმდინარეობს. გაცნობებთ, რომ ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ორ ლოტადაა გაყოფილი. პირველ ლოტზე, კომპანია black sea group-ი სამუშაოებს უკვე აქტიურ ფაზაში ახორციელებს. კომპანია თითქმის ასრულებს ერთ-ერთ რთულ ეტაპს, გაბიონებისა და საყრდენი კედლების მოწყობას, ძირულა-მოლითის 25 კილომეტრიან მონაკვეთზე. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში 50 კილომეტრიან მონაკვეთზე იგეგმება 6 მეტრიანი (1,5 მეტრიანი გვერდულებით ორივე მხარეს) გზის მოასფალტება, საჭიროების ადგილებზე საყრდენი კედლებითა და გაბიონებით. გათვალისწინებულია ასევე მილხიდებისა და ხიდების მოწყობა.              
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0073_2.JPG
20/08/2019 14:32

ხარაგაულის სოფელ ხონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში პროექტი გზა ყველა სოფელს გრძელდება. წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. სასოფლო გზის 1 500 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა იგეგმება. აღნიშნული პროექტი 2018 წელს უნდა დასრულებულიყო.  სამუშაოებს შპს „საპოვნელა+“ სანქციების თანხლებით ასრულებს. სოფელ ხონში, გზის 400 მეტრიან მონაკვეთს კაპიტალური რეაბილიტაცია 2017 წელს ჩაუტარდა.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებისთვის!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC2703.JPG
20/08/2019 12:57

ბრუისის უბანს, შესაძლოა, სოფლის  სტატუსი მიენიჭოს

ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის  ბრუისის უბნის მოსახლეობა ბრუისის  ცალკე  სოფლად გამოყოფას ითხოვს.  ადგილობრივების თხოვნით სოფლის  მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს  უკვე მიმართა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის თემში ოთხი  სოფელია გაერთიანებულია: ბაზალეთი, ქროლი, წიფი და ღარიხევი. მათგან აღსანიშნავია, რომ სოფელი ღარიხევი  წარმოადგენს პრობლემურ დასახლებას, ვინაიდან მისი ერთ-ერთი უბანი სახელწოდებით „ბრუისი“ მდებარეობს სოფელ ბაზალეთსა და ჯაფაროულს შორის, რის გამოც სოფელში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით ხშირ შემთხვევებში ვერ სარგებლობს ბრუისის უბნის მოსახლეობა,  რაც იწვევს მათ სამართლიან პროტესტს.  აქედან  გამომდინარე, მოსახლეობა ითხოვს ბრუისის უბნის ცალკე სოფლად გამოყოფას.  აქვე აღნიშნულია, რომ   უბნის სახელწოდება „ბრუისი“ ძველი ისტორიული წარსულიდან მომდინარეობს. როგორც გაირკვა ის ცალკე სოფლის სახელით მოიხსენიებოდა საქართველოში მიწის რეფორმის პერიოდშიც, რაც დასტურდება მოსახლეობაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტებით. მაგრამ,  მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტების რეესტრში არსებულ დასახლებათა ჩამონათვალში არც წარსულში და არც ამჟამად „ბრუისი“ არ ფიქსირდება როგორც ცალკე სოფელი.   დეპუტატი   ვარლამ ჭიპაშვილი აღნიშნავს, რომ  საკითხის დადებითად გადაწყვეტა ხელს შეუწყობს  სოფელში სოციალურ - ეკონომიკური განვითარების გეგმასა და პროგრამის ეფექტურ განხორციელებას, რაც საბოლოოდ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მიენიჭება თუ არა ბრუისის  უბანს ცალკე  სოფლის სტატუსი,  ამის შესახებ ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.  აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალიტეტის მერია   კანონის შესაბამისად   სათანადო  ღონისძიებებს ატარებს,  რომლის ფარგლებშიც   21  აგვისტოს, 12  საათზე, სოფელ ღარიხევში,   გამართავს    მოსახლეობასთან შეხვედრას.  შეხვედრა  სასოფლო კლუბის  ეზოში ჩატარდება,    სადაც   ადგილობრივები  დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას   ბრუისის უბნის  ღარიხევიდან გამოყოფისა და  მისთვის  სოფლის  სტატუსის მინიჭების თაობაზე. პროცესებში ჩართულია მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური და წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოიფილება.
სრულად