საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/sfdghdfgjfghjn.jpg

„რა? სად? როდის?“ - საქართველოს მასშტაბით მეცხრე ადგილი ხარაგაულის გუნდმა დაიკავა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის (დირექტორი ვალერი გოგნაძე)  გუნდმა, თბილისში, ინტელექტკლუბის მიერ ჩატარებულ თამაშში - „რა? სად? როდის?“  მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ გასული სასწავლო წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მონაწილეობით გაიმართა ინტელექტუალური თამაში - "რა? სად? როდის?". სწორედ ამ ტურში გამოვლინდა გამარჯვებული - მეორე საჯარო სკოლის გუნდი, რომელმაც მონაწილება მიიღო საქართველოს მასშტაბით გამართულ კონკურსში.

ინტელექტუალურ თამაშში სულ 77 გუნდი მონაწილეობდა. ხარაგაულის გუნდმა, რომელიც 8 მოსწავლისგან შედგებოდა,  საქართველოს მასშტაბით მეცხრე,  ხოლო იმერეთის მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა.

ინტელექტუალურ თამაშში ხარაგაულის გუნდის მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

 

ნანახია: 5942 - ჯერ