საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghjncxvbn_1.JPG
05/06/2019 15:50

ნიკოლოზ თოფურიძე ვარძიის მოსახლეობას შეხვდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე სოფელ ვარძიის პირველ, მეორე და მესამე უბნის მოსახლეობას შეხვდა. ხარაგაულის მერმა  სოფლის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებზე მოსახლეობასთან ერთად ისაუბრა. მოსახლეობის მხრიდან, ძირითად პრობლემად საუბნო გზების გაუმართაობა დასახელდა. მერის ინფორმაციით, ვარძიაში საუბნო გზების რეაბილიტაცია 2020 წლისთვის დასრულებული იქნება. რთულ მონაკვეთებზე კი, მოხრეშვითი სამუშაოები ჩატარდება.  ნიკოლოზ თოფურიძე ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო და აღნიშნავს რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, პროექტი "გზა ყველა სოფელს" ხარაგაულში წარმატებით ხორციელდება. მერი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის 78 სოფელში გზა ერთდროულად ვერ დაიგება და მოსახლეობა ამას შეგნებით უნდა მოეკიდოს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gvhnmvbn.jpg
05/06/2019 11:56

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეების საყურადღებოდ

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 10 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, შეხვედრას გამართავს. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და საქართველოს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ციბაძე გახსნიან.  შეხვედრაზე შემდეგ თემებს განიხილავენ მომხსენებლები: „გზების დაგეგმარება“ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, პავლე გამყრელიძე; „საგზაო უსაფრთხოება“ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მამუკა პატაშური; „გენდერული თანასწორობისთვის“ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი და გენდერზე პასუხისმგებელი პირი,  ეკატერინე ფურცელაძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე. შეხვედრია დასასრულს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მომხსენებლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღონ პასუხები. შეხვედრა ხარაგაულის კინოთეატრში, 14:00 საათზე, ალაფურშეტით გაიხსნება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjnxcvbn.JPG
31/05/2019 17:12

ლაშეში კიკალიშვილებისა და ცისკაძეების უბანში ბეტონის საფარი დაიგო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილთან ერთად, სოფელ ლაშეში, კიკალიშვილებისა და ცისკაძეების უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.   კომპანია „ბორი-85“-მა კიკალიშვილებისა  უბანში ბეტონის საფარი გზის 700 მეტრიან, ხოლო ლაშეში 600 მონაკვეთზე დააგო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 106 924 ლარით დაფინანსდა. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა თანხის 5%-ს შეადგენს.       
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjncvbn.jpg
30/05/2019 15:36

საღანძილეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილთან ერთად, სოფელ საღანძილეში, სოფლის ცენტრალურ გზაზე  რეაბილიტაციის მიზნით დაწყებული სამუშაოები დაათვალიერა.  საღანძილეში ბეტონის საფარი 1 200 მეტრზე დაიგება და სოფლის სასაფლაომდე მივა.  პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 180 305 ლარით ფინანსდება. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა თანხის 5%-ს შეადგენს.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhgjcgh.jpg
29/05/2019 14:50

ხარაგაულში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი გაიმართა

29 მაისს "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს ორგანიზებით, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამსახურისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელშეწყობით სპორტდარბაზში  ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი გაიმართა. კონკურსი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო და მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.  ახალგაზრდა მხატვრებს შემდეგ თემებზე შეეძლოთ ემუშავათ: 1. "ეს ჩემი საქართველოა" 2. "მომავალი ჩვენია" 3. "თავისუფალი ფანტაზია". გამარჯვებულებს  კომპენტენტური ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულთა დაჯილდოება  და საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა 3 ივნისს, 13:00 საათზე, კინოთეატრის ფოიეში მოეწყობა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghjcghjnm.jpg
29/05/2019 13:03

ისტორიულ მუზეუმში ბარელიეფების გამოფენა მოეწყო

28 მაისს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში თვითნასწავლი შემოქმედის გია მეიფარიანის პერსონალური გამოფენა მოეწყო. მუზეუმის დარბაზში პირველად გაიხსნა ქალაქებისა და შენობების ხედებით გამოსახული, რამდენიმე ბარელიეფის გამოფენა, რომელიც ხარაგაულელ დამთვალიერებელს სოფელ ისლარის მკვიდრმა, გია მეიფარიანმა წარუდგინა.  გია მეიფარიანი ბავშობიდან ხატავდა, ძირითადად პორტრეტებს. თვითნასწავლ შემოქმედს რუსეთში  აქვს დამთავრებული სამშენებლო-საინჟინრო ფაკულტეტი. იგი საქართველოს ფარგლებს გარეთ, არქიტექტურის, დიზაინისა და დეკორატორის სპეციალობებით წლების განმავლობაში მუშაობდა. გია მეიფარიანი, ხუთი წელია, რაც ბარელიეფის დარგით დაინტერესდა. ამ დროისთვის მოყვარულ ხელოვანს მოხატული აქვს ხარაგაულში მდებარე შენობის ერთ-ერთი კედელი.  გამოფენაზე, ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნინო დიდიძემ მოკლედ მიმოიხილა გია მეიფარიანის ცხოვრების განვლილი გზა და მის ნიჭიერებას გაუსვა ხაზი.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ისტორიულ მუზეუმში, გია მეიფარიანის ბარელიეფების პერსონალურ გამოფენაზე განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად გაითვალისწინება თანხას, რათა ხარაგაულის ხედების და იერსახის გალამაზების მიზნით, შენობებზე ბარელიეფების გამოსახულებები გაკეთდეს. როგორც თავად გია მეიფარიანმა განაცხადა იგი საბოლოოდ დაბრუნდა სოფელში და ფიქრობს, მთელი თავისი შესაძლებლობები ხარაგაულს მოახმაროს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cghnjcvbn.JPG
28/05/2019 15:21

დაფინანსდა ზარანის, ზედუბნისა და ღუდუმექეთის გზის რეაბილიტაცია

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17  მაისის N 1125 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დამატებით 467 658  ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით ხარაგაულის სამი სოფლის ზარანის, ზედუბნისა და ღუდუმექეთის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება. ზარანში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 1 328 მეტრიან (196 878 ლარი), ზედუბანში 2 000 მეტრამდე (241 962 ლარი), ხოლო ღუდუმექეთში 1 000 მეტრამდე (168 170 ლარი) მონაკვეთს. საერთო ჯამში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულს   4 667 658  ლარი გამოეყო.  ამ თანხით 2019 წელს 22 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fcncvbnv.jpg
28/05/2019 12:11

ისლარში 2 კმ-მდე გზა მობეტონდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ სოფელ ისლარში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა. სოფელში, ჯამში, 2 კმ-მდე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ჩატარდა. ბეტონის საფარი მოეწყო, როგორც ცენტრალურ ასევე საუბნო გზებზე, მოწესრიგდა სასაფლაომდე და სალოცავამდე მისასვლელი ამორტიზებული მონაკვეთები.  პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 250 000 ლარით დაფინანსდა. ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება კი თანხის 5%-ს შეადგენს.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjfcghjmc.jpg
27/05/2019 12:31

ხარაგაულში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ხარაგაულში დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირის, მერაბ კოსტავას  80 წლის იუბილე და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 101 წელი ღონისძიებებით აღინიშნა. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით  ხარაგაულის კინო-თეატრში კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების  საზეიმო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე ქართული სიმღერებით წარსდგა ვაჟთა ვოკალური ანსამბლი(ხელმძღვანელი:ზურაბ გოგოლაძე) „ხარაგაულის ხმები, ქორეოგრაფიული ნომრები შეასარულა ანსამბლმა „უბისმა“. სცენაზე ასევე გამოვიდნენ ინდივიდუალური შემსრულებლები: თიკო და თამარ ლურსმანაშვილები და ბათუ კიკნაძე. ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ კი, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა კინოთეატრში შეკრებილ საზოგადოებას და დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამავე დღეს მერაბ კოსტავას მონუმენტი ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. აღსანიშნავია, რომ  - საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირს, მერაბ კოსტავას 26 მაისს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა, რომ არა ბორითის ავტოკატასტროფა, რომელმაც საქართველოს ეროვნული გმირი იმსხვერპლა. დამოუკიდებლობა მისი ბედისწერა გახლდათ, სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 21 წლის შემდეგ, 26 მაისს მოევლინა იგი დედამიწას და მთელი ცხოვრება თავისუფლებისათვის ბრძოლაში გაატარა.  მერაბ კოსტავა 1989 წელს, 13 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითთან მომხდარ კატასატროფას ემსხვერპლა.  სოფელ ბორითში, მერაბ კოსტავას გარდაცვალების ადგილზე აღმართულია მემორიალი, სადაც ყოველი წლის 26 მაისს და 13 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სოფელ ბორითის მაცხოვრებლები იკრიბებიან. ამ დღეებში ეროვნული გმირის მემორიალთან ხშირად ჩამოდიან მისი მეგობრები და თანამებრძოლები.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghdxfgbhxc_5.jpg
15/05/2019 10:33

ანდრიაობა ხარაგაულში

12 მაისს, ანდრიაობას, მთა რკინისჯვრის მოლოცვის ტრადიცია ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა, შოთა ხარატიშვილის ინიციატივით, თვრამეტი წლის წინ დაიწყეს.  2001 წლის 12 მაისს შოთა მარტო ავიდა მთა რკინის ჯვარზე. მომავალ წელს მეგობართან ლაშა თაბუკაშვილთან ერთად გაიარა იგივე გზა. მას შემდეგ ყოველ წელს ემატებოდნენ ბიჭები და 12 მაისს ანდრია მოციქულის ნაკვალევს ტრადიციულად მოილოცავდნენ.  2016 წლიდან კი, ახალგაზრდების ძალისხმევითა და ინიციატივით მსვლელობას ექსტრემალური პილიგრიმული ტურის სახე მიეცა და უკვე მეოთხე წელია, ხარაგაულში, 12 მაისს განსაკუთრებული სიხარულით ელოდებიან.  პილიგრიმული ტური ყოველ წელს უფრო მეტ მასშტაბებს იძენს და მასში მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ერთვებიან.  წელს ანდრიაობას ამერიკის მისიის ხელმძღვანელი სქართველოში, ელიზაბეთ რუდიც შეუერთდა, რომელმაც მთა რკინის ჯვარი ტურის ახალგაზრდა ორგანიზატორებთან ერთად მოილოცა. მსვლელობაში უკვე მეოთხე წელია ტრადიციულად მონაწილეობენ საქართველოს Of Road - ის ფედერაციის წარმომადგენლები.  ტურის ფარგლებში, პილიგრიმებს ეკო ტურიზმის ასოციაცია ხარაგაულის ნობათით გაუმასპინძლდა. ასოციაცია, ამ ეტაპზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში ეკო ტურიზმის განვითარებისთვის პროექტს ახორციელებს. პროექტი ხარაგაულელი ახალგაზრდების ინიციატივით, ელიზაბეთ რუდის მხარდაჭერით და usaid -ის დაფინანსებით ხორციელდება.  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში მდებარე მთა რკინის ჯვრისკენ პილიგრიმები ურთულესი გზა გადიან და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მირონმდინარი ხატს ზღვის დონიდან 2 439 მეტრზე, ანდრია მოციქულის ნაკვალევზე მიაბრძანებენ. გადმოცემის თანახმად, პირველ საუკუნეში, საქართველოში მოგზაურობის დროს, სწორედ ამ მთაზე აღმართა ანდრია პირველწოდებულმა რკინის ჯვარი. წელიწადში ერთხელ, ანდრიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მირონმდინარი ხატი, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, სიონის საკათედრო ტაძარს ტოვებს და ანდრია მოციქულის განვლილ გზას მიუყვება.  პილიგრიმული ტურის მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს საპატრიარქო.
სრულად