საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0067.JPG
02/10/2019 17:21

ლეღვნის ცენტრალური გზის აღდგენა მიმდინარეობს

სტქიიით დაზიანებული სოფელ ლეღვნის ცენტრალური გზის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მიმდინარე სამუშაოებზე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს. კონტრაქტორი კომპანია აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს თვის ბოლოს დაასრულებს. რაც შეეხება ლეღვნის ცენტრალური გზის მეორე მონაკვეთს, სადაც ასევე, გზის აღდგენისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები უნდა დაიწყოს, გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მირლანი“. მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 393 658 ლარს შეადგენს, შემდეგი კვირიდან დაიწყება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0034.JPG
27/09/2019 11:05

30 სექტემბერს, ხარაგაულში, პროფესიული განათლების ცენტრის გახსნაზე იმსჯელებენ

EUCEN “-ის  საერთაშორისო  საგანმანათლებლო,  ევრო  აკრედიტაციის  მფლობელი, საქართველო-უკრაინის  სოციალურ  ურთიერთობათა   ინსტიტუტის  არაფორმალური  პროფესიული  განათლების  ცენტრი, ხარაგაულში  პროფესიული განათლების ცენტრის გახსნას გეგმავს. სასწავლებელში  გასაუბრების   საფუძველზე     IX  და  XII   კლასდამთავრებულები, ასევე  X, XI, XII  კლასის  მოსწავლეები მიიღებიან.  დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ  დაეუფლონ შემდეგ   სპეციალობებს: კომპიუტერული ტექნოლოგიები; კომპიუტერული  ინჟინერია; დაცვა-პატრულირება; გარემოს დაცვა; კრიმინალისტი; ბანკის ოპერატორი; ფარმაცევტის თანაშემწე; კბილის ტექნიკოსი; სამკურნალო მცენარეების  დამამზადებელი; ხილ-ბოსტნეულის პირველადი  გადამამუშავებელი; ვეტერინარი; ბაგა-ბაღის  აღმზრდელი; კორესპონდენტი; გიდი, ტურიზმი.  აღნიშნულ  საკითხებთან  დაკავშირებით    30  სექტემებრს, 13  საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში,  ცენტრის  დამფუძნებელი ბ-ნ გარი ჩაფიძე    გამართავს შეხვედრას. დასწრება თავისუფალია.  გთხოვთ მობრძანდეთ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0776.JPG
19/09/2019 16:18

გედსამანიაში სასკოლო მზაობის ჯგუფი გაიხსნა

19 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან და ბაღების გაერთიანების დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან ერთად მაღალამთიან სოფელ გედსამანიაში სკოლამდელი მზაობის ჯგუფი გახსნეს.  ხუნევის ადმინისტრაციული ერთეულის მაღალმთიან სოფელში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა. გედსამანიაში მზარდი კონტიგენტის გამო გაჩნდა მოთხოვნა და პირველ ეტაპზე, ალტერნატიული საბავშვო ბაღი - სასკოლო მზაობის ჯგუფი გაიხსნა, რომელსაც საჯარო სკოლის შენობაში ერთი ოთახი დაეთმო. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ მოხდა ოთახის გარემონტება და საჭირო ინვენტარის შეტანა. დღეის მდგომარეობით ჯგუფში 12 აღსაზრდელი ჩაირიცხა. ბავშვები ალტერნატიულ ბაღში დილის 9 საათიდან 13 საათამდე დარჩებიან და სასკოლო პროგრამისთვის მოემზადებიან. გედსამანიის სასკოლო მზაობის ჯგუფი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რიგით მესამეა. ასეთივე ჯგუფებია გახსნილი სოფელ მარელისში და დაბის #2 საბავშო ბაღში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0325.JPG
18/09/2019 16:42

ხარაგაულში სტიქიის პრევენციისთვის, მდინარე ძირულაზე, ნაპირსამაგრი კედელი შენდება

ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ძირულაზე, სტიქიის პრევენციის მიზნით, ნაპირსამაგრი გაბიონი შენდება. სოფელ ციხისძირისა და ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მიმდებარედ, ადიდებული მდინარე ხშირად ქმნიდა პრობლემებს და საფრთხეს უქმნიდა, როგორც ავტომობილების ასევე, მოქალქეების გადაადგილებას.  საყრდენი კედელის მოწყობის სამუშაოებს შპს „მათე“ ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 88 398 ლარით დაფინანსდა.  გარდა აღნიშნულისა, ხარაგაულში სტიქიის პრევენციის მიზნით კიდევ ექვს ლოკაციაზე განხორციელდება საყრდენი კედლების მოწყობა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0205.JPG
17/09/2019 10:28

სოფელ კიცხის გაზიფიცირება დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის გაზიფიცირება აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ხდება ბუნებრივი აირის მაგისტრალის მიწისქვეშ განთავსება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაზიფიცირდება სოფლის 400-ზე მეტი აბონენტი. მიმდინარე წელს ხარაგაულში გაზიფიცირდება ასევე, სოფელი ლაშე, სადაც 200 მდე აბონენტი იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით.  სამუშაოებს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაკვეთით შპს „ბილდინგ დეველოპერი“ ასრულებს. ბუნებრივი აირის მაგისტრალის მშენებლობის შემდეგ კი, აბონენტების გამრიცხველინებას „სოკარ ჯორჯი გაზი“ უზრუნველყოფს.  საერთო ჯამში ორი სოფლის გაზიფცირების შემდეგ, ხარაგაულში, დამატებით, 621 აბონენტი გაზიფიცირდება. დღეის მდგომარეობით ხარაგაულში ექვსი სოფელი: თეთრაწყარო, ახალსოფელი, ჩხერი, ბაზალეთი, ისლარი, ჯაფაროული და დაბის ადმინისტრაციული ცენტრია გაზიფიცირებული. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0669.JPG
16/09/2019 15:39

ხარაგაულის საბავშვო ბაღებს წელს 135 აღსაზრდელი შეემატა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში, დღეს, 16 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი განახლდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და ბაღების გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა დაბის #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. მნიშვნელოვანია, რომ საბაშვო ბაღი ახალ სასწავლო წელს ცენტრალური გათბობის სისტემით შეხვდა. სკოლამდელ დაწესებულებაში გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. როგორც ჯგუფებში, ასევე დერეფნებში დამონტაჟებულია 68 გამათბობელი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 17-ივე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დღეს შეფერხების გარეშე განახლდა.  უახლოეს დღეებში იგეგმება კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის გახსნა სოფელ სარგვეშში, ხოლო მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რიგით მესამე სკოლამდელი მზაობის ჯგუფი მიმდინარე კვირაში გაიხსნება. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0537.JPG
16/09/2019 15:26

ხარაგაულის 26-ვე სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

დღეს ხარაგაულის 26 სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, დაბის სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს და პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველაზე ემოციური დღე, დღეს, პირველკლასელებს აქვთ, რადგან ისინი ცხოვრების ნათელ სამყაროში, სადაც ყველზე დიდი ცოდნა უნდა მიიღონ, სწორედ დღეს შედიან. მერმა მდლობა გადაუხადა პედაგოგებს გაწეული ამაგისთვის და იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც  ისინი, ყოველი წლის ბოლოს, ხარაგაულიდან წასული, წარმატებული კურსადამთავრებულებით ამტკიცებენ. დღესვე, ხარაგაულის მერმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების თანდასწრებით, ხალი სასწავლო წოლის დაწყება მიულოცა, კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს, რომლებიც თეთრაწყაროს არლადრეაბილიტირებულ სკოლაში იმ დრომდე ისწავლიან, ვიდრე კიცხში, ახალი, თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული სკოლის შენობის მშენებლობა არ დასრულდება. აღსანიშნავია ასევე, რომ გარემონტრებულ შენობაში დაიწყო ახალი სასწავლო წელი დაბის #3 საჯარო სკოლამ, რისთვისაც სკოლის დირექტორმა, მარინა ხვედელიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს, მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხდველობის სამსახურების თანამშრომლებს, ასევე ხარაგაულის საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურცეტრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე აქტიურად იყო ჩართული სკოლის რეაბილიტაციის საკითხში. წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 171 -მა პირველკლასელმა შეაღო სკოლის კარი. ახალი სასწავლო წელი გარემონტებულ შენობებში დაიწყო მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლაში, რისთვისაც 410 000 ლარი დაიხარჯა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0375.JPG
13/09/2019 17:35

მერის სარეზერვო ფონდიდან მხატრიშვილებს სახლს შეუძენენ

ხანძრით დაზარალებული მხატრიშვილების მრავალშვილიანი ოჯახი, დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მოინახულა. მერის ინფორმაციით, სარეზერვო ფონდიდან დაზარალებული ოჯახისთვის ახალ სახლს შეიძენენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალტერნატიული ფართის მოძიების პროცესი, რომელშიც ოჯახის წევრები უშალოდ არიან ჩართული. დღესვე, მხატრიშვილების 8 სულიან ოჯახს, ხარაგაულის მერიის მიერ ორგანიზებული სოციალური აქციის ფარგლებში შეგროვებული ნივთები გადავეცით. მადლობა ხარაგაულის მოსახლეობას უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის და გამოჩენილი გულისხმიერებისთვის! მადლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ოჯახის ფინანსური დახმარებისთვის!  მადლობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე) აქციაში ჩართულობისთვის! შეგახსენებთ, რომ მალხაზ მხატრიშვილის მრავალსულიან ოჯახს, სოფელ ვახანში, ცოტა ხნის წინ, სახლი დაეწვა. დაზარალებული ოჯახი ამ დრომდე, ძმის ოჯახში ცხოვრობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0074.JPG
11/09/2019 17:57

გიორგი გაგოშიძის ინიციატივა მერს - ხარაგაულში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

დღეს ხარაგაულის ბიბლიოთეკაში პროექტის „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთან, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორთან, აკადემიკოს გიორგი გაგოშიძესთან შეხვედრა გაიმართა. შეკრებილ საზოგადებას, გიორგი გაგოშიძე სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ამ სფეროში ბოლო დროს განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ესაუბრა. მიმოიხილა ასევე ტყით სარგებლობისა და ხე-ტყის მნიშვნელობის შესახებ საინტერესო ინფორმაციები. ისაუბრა მცენარეთა დაცვისა და ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ. ბატონმა გიორგიმ შეხვედრაზე დააყენა ინიციატივა, რომლის შესახებაც უკვე მიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ თოფურიძეს, კერძოდ, მერიის დახმარებით შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ხარაგაულელი გიორგი გაგოშიძე, სრულიად უსასყიდლოდ, სამ თვეში ერთხელ ჩამოვა ხარაგაულში და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებთან ამ სფეროს განვითარებისთვის კონსულტაციებს გამართავს, სადაც ძალიან სასარგებლო რჩევები იქნება გაცემული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/69702909_1222723837907067_27572921241174016_n%20(1).jpg
10/09/2019 15:32

ხარაგაულის სოფელ ვარძიაში ერთდროულად რამდენიმე პროექტი ხორციელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება ჩიჩილიძეებისა და ლევიძეების საუბნო გზას. არსებული პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი მოეწყობა ასევე, ვარძიის მეორე უბანში, საერთო ჯამში ორივე საუბნო გზაზე 1 000 მეტრამდე ამორტიზებული მონაკვეთი კეთილმოეწყობა. მეორე უბანში გზის რეაბილიტაციასთან ერთად ხიდის მშენებლობაც მიმდინარეობს. ამორტიზებული ხიდი პრობლემებს უქმნიდა ავტომობილების გადაადგილებას. სოფელში გაკეთდა ასევე, ღვთისმშობლის ტაძართან მდებარე სასაფლაომდე მისასვლელი გზა.   აღნიშნული პროექტები სტიქიის ფონდით ფინანსდება, რაც ასევე,  მეხუთე უბანში სანიაღვრე არხის კაპიტალურ მოწყობას გულისხმობს. სანიაღვრე არხის მოწყობის შემდეგ სოფლის ცენტრალურ გზაზე ჩამომავალ ნიაღვარს მიეცემა მიმართულება და წვიმის დროს შექმნილი პრობლემები მოიხსნება. სოფელ ვარძიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 300 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება.
სრულად