საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/38435748_987935851386535_2697864087571791872_n.jpg
03/08/2018 15:29

სერბაისში გზის მშენებლობა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სერბაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ვახანის ცენტრიდან სერბაისის მიმართულებით, ცენტრალური გზის 1,5 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება.  საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სერბაისში რეგიონული განვითარების ფონდიდან 192 006 ლარით ფინანსდება.  პროექტის ფარგლებში გზის გასწვრივ მოეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები.  გზის სიგანე 3მ-ია. სერბაისში მოასფალტებული გზა არასდროს ყოფილა. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0014.JPG
02/08/2018 17:09

ქროლში გზის მშენებლობა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქროლში ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სოფელში, გზის რეაბილიტაცია რამდენიმე მონაკვეთზე ჩატარდება და ჯამში, 2 000 მეტრამდე გზა კეთილმოეწყობა.    საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქროლში რეგიონული განვითარების ფონდიდან 258 990 ლარით ფინანსდება.  გზის გასწვრივ, საჭიროების ადგილებზე მოეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები. სახელშეკრულებო ვადებით სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულდეს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0255.JPG
01/08/2018 11:49

მაღალმთიან სოფელ ნუნისში გზის მშენებლობა მიმდინარეობს

ნუნისი - მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. სოფელში მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი „სამთა ნუნისი“.  ნუნისში სოფლის ცენტრალური გზის  რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი 2,5 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყობა და რეაბილიტირებული გზა ნუნისის ბერების მონასტრამდე მივა. რეგიონული განვითარების ფონდიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ნუნისში 311,444 ლარით დაფინანსდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0164_1.JPG
01/08/2018 11:44

ხარაგაულში სტიქიით დაზიანებული ობიექტების აღდგენა წლის ბოლომდე მოხდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, სტიქიით დაზიანებული  ობიექტების აღსადგენად, სტიქიის ფონდიდან, 2 მილიონამდე ლარი გამოეყო. უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ხარაგაულის სოფლებში ეტაპობრივად მიმდინარეობს. სოფლების გარკვეულ ნაწილში აღდგენილია ხიდები და ხიდბოგირები, მოეწყო ნაპირსამაგრი სამუშაოები, აშენდა გაბიონები, მოხდა ძლიერი ქარის შედეგად დზიანებული სახლების სახურავების გამოცვლა, მობეტონდა გზები და მოეწყო სანიაღვრე არხები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებთან ერთად, სტიქიის ფონდით აღდგენილ ობიექტებზე მონიტორნგი განახორციელეს. სამუშაოები გრძელდება და წლის ბოლომდე სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურა ყველა სოფელში აღდგება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/kjajkakask.jpg
24/07/2018 11:07

,,ერთად ვიზრუნოთ გარემოზე,,

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე პროექტის - „ერთად ვიზრუნოთ პლანეტაზე“ კოორდინატორს საქართველოში, ცისანა ჭიპაშვილსა და ეკობანაკის მონაწილეებს შეხვდა. ცისანა ჭიპაშვილმა სოფელ ისლარში, საფრანგეთის საელჩოს დაფინანსებით, ეკობანაკი გააკეთა, სადაც ხარაგაულელი ახალგაზრდები არიან გაერთიანებულები. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები, 6 დღის განმავლობაში, ისლარის ეკობანაკში ისვენებენ, უტარდებათ გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგები და სწავლობენ  სოფლის  ეკოლოგიურ პრობლემებს. პროექტის დასასრულს დაგეგმილია ექსკურსია ფოთში, სადაც ორგანიზაციას - „ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის“ დანერგილი აქვს ბიო სისტემა და მოჰყავთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა სოფელ ისლარის მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობას ყველაზე მეტად კანალიზაციის არარსებობა და მდ. ჯიხველას დაბინძურება აწუხებს. როგორც ცისანა ჭიპაშვილი აცხადებს, ერთადერთი გამოსავალი შესაბამისი სანქციების დაწესება და გარემოს დაცვის მიზნით ცნობიერების ამაღლების საჭიროებაა. მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, მსგავსი პრობლემა დგას მთელი ხარაგაულის მოსახლეობის წინაშე. „მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები ფიქრობთ, მუშაობთ და ზრუნავთ გარემოს დაცვაზე. ძალიან მძიმე მდგომარება გვაქვს ამ მიმართულებით. დაბა ხარაგაულში გაუმართავია კანალიზაციის სისტემა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს შესაბამის უწყებებთან და გვაქვს დაპირება, რომ დაბა ხარაგაულსა და მიმდებარე სოფლებში კანალიზაციის სისტემა მოწესრიგდება“ - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ. პროექტი „იზრუნე პლანეტაზე“ ევროპის ქვეყნების მასშტაბით იმართება და მასში  საქართველოც მონაწილეობს. 2018 წელს პროექტის მონაწილე ქვეყნების შეხვედრა  პორტუგალიაში გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა საზოგადოებისთვის  ღია წერილი შეადგინეს. წერილში ახალგაზრდები საზოგადოებას გარემოს დაცვასა და გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ. იხ. ღია წერილი    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%93.jpg
19/07/2018 14:08

ხარაგაულში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 8 მილიონი ლარი დაიხარჯება..

იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბურობით ხარაგაული ლიდერობს  -  ამის შესახებ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ თათბირზე განაცხადეს, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუთაისის შემდეგ, იმერეთის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბურობით ხარაგაული ლიდერობს.  2018 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორი მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება. ესენია: ხევი-უბისას მონაკვეთზე(51კმ) ავტობანის მშენებლობა და ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის 50 კმ.-იანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტები მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ფონდიდან ათეულობით მილიონი ლარით ფინანსდება და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს შეადგენს.  რაც შეეხება მუნიციპალიტეტის შიდა ტერიტორიაზე მიმდინარე გზების რეაბილიტაციას, გაცნობებთ, რომ, ხარაგაულს, წელს, რეგიონული განვითარების ფონდიდან 22 ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად 5,5 მილიონი ლარი გამოეყო.  ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია სოფელ ბორში, ღარიხევში, უჩამეთში, ზედა ლაშეში. ინტენსიურად იგება გზა გრიგალათში, ნუნისში, ვაშლევში, ნადაბურში, ახალსოფელში, ქროლში, დეისში, მარელისში. ხელშეკრულება გაფორმებულია წყალაფორეთის, ლახუნდარას, თეთრაწყაროს, სერბაისის, დაბის ქუჩების, საქასრიას, ძინძიბოურის ცენტრალური გზების რეაბილიტაციის მიზნით.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის აქტიური მუშაობით და ძალისხმევით ხარაგაულს დამატებით გამოეყო ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, რითაც 5 პროექტი დაფინანსდება. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბაში მდებარე 11 სკვერს, ბეტონის საფარი დაიგება ხიდარში(შარიქაძეების უბანი), ბაზალეთში(ნანიტაშვილების უბანი), სოფელ ვარძიაში და ლაშეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხემაღალში.  ყურადსაღებია ისიც, რომ ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წელსვე დაიწყება სამუშაოები ხარაგაულის მაღალმთიან სოფელ ბჟინევში, რომელიც მთის განვითარების ფონდიდან 357 000 ლარით დაფინანსდა და საერთო ჯამში 3კმ. გზას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მუნიციპალიტეტში ათეულობით პროექტი დაფინანსდა, ასევე, სტიქიის ფონდიდან გამოყოფილი 1, 6 მილიონი ლარით, რომელიც ხარაგაულს 2017 წლის მიწურულს გადმოეცა.  სტიქიის მუხლით აღდგენილია ხიდები და ხიდბოგირები, შეკეთდა გზები, მოეწყო გაბიონები, სანიაღვრე არხები და საყრდენი კედლები. არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, სამუშაოები გრძელდება და სტიქიის ფონდით გადმოცემული თანხა წლის ბოლომდე ათვისებული იქნება.  ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ხარაგაულში ინფრასტრუქტურული მშენებლობების ბუმია.  საერთო ჯამში, ხარაგაულში, 2018 წელს, 28 სოფელში 40კმ.-მდე გზა დაიგება, რომელიც რეგიონული განვითარების, სტიქიისა და მთის განვითარების ფონდიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდება.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/adasfaf.jpg
19/07/2018 11:12

ხარაგაულის მერი გასახლების ზოლში მოხვედრილ მოსახლეობას შეხვდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსი, მიხეილ უჯმაჯურიძე და დეპრტამენტის წარმომადგენლები, ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე, დღეს, ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში განსახლების ზოლში მოხვედრილ მოსახლეობას შეხვდნენ. მოგეხსენებათ იმერეთის რეგიონში იწყება E60 მაგისტრალის F2 მონაკვეთის - ხევი-უბისას 12 კმ -იან მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ მონაკვეთზე იგეგმება 35 ხიდის, 3 სატრანსპორტო კვანძისა და 13 გვირაბის მოწყობა.  დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას იმ კონკრეტულ დეტალებზე ესაუბრნენ, რაც განსახლების პროცესში უმთავრესია და ყველა მოსახლეს უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული. საუბარია მიწებისა და საცხოვრებელი სახლების რეგისტრაციაზე. გაიცა რეკომენდაციები, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.  დღესვე შეხვედრები გაიმართა ხუნევისა და ხევის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან.  
სრულად