საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0288.JPG
24/07/2019 16:03

ხარაგაულს ლეღვნის გზის აღსადგენად თანხა გამოეყო

საქართველოს მთავრობის №1635 განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, სტიქიით დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციოდ, პირველ ეტაპზე, 270 ათასი ლარი გამოეყო.  ხარაგაულის მერიამ თანხის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ გამოაცხადა ტენდერი ლეღვნის გზის რეაბილიტაციის მიზნით. ელექტრონულ ტენდერზე წინადადებების მიღების ბოლო ვადა 30 ივლისია.  ტენდერში გამოვლენილი კომპანია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში ვალდებულია დიწყოს გზის აღდგენითი სამუშაოები.  პროექტის სატენდერო ღირებულება 159 370 ლარია, რომლის ფარგლებში აღდგება გზის დაიზანებული საფარი და მდინარე ლეღვნულას ნაპირზე, საჭიროების ადგილებზე მოეწყობა გაბიონები.  აქვე გაცნობებთ, რომ 7-12-16 ივნისის სტიქიით დაზიანებული სხვა ინფრასტრუქტურის, ხიდების, ხიდბოგირების და გზების აღსადგენად მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით(120 000 ლარი) საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, წინადადებების მიღება 26 ივლისს დასრულდება.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებითაა გამოწვეული.  ამ დროისთვის სოფელ ლეღვანში შეგიძლიათ შემოვლითი გზით გადაადგილდეთ, რომელიც ცენტრალური გზის გასწვრივ, მდინარის ნაპირზე, 500 მეტრის მანძილზეა მოწყობილი. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5427.JPG
24/07/2019 10:38

რა გაკეთდა წიფაში - მაღალმთიანი სოფლების ინფრასტრუქტურა

 მაღალმთიანი სტატუსის მქონე წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხი სოფელია გაერთიანებული და ოთხივე აღნიშნული სტატუსით სარგებლობს. გოლათუბანი, გუდათუბანი, წიფა და ფონა. სწორედ ეს უკანასკნელი სოფელი გახლავთ აღმოსავლეთიდან ზემო იმერეთის კარიბჭე.   2014-2015 წლებში, წიფის თემის სოფლებში სოფლის პროექტებით, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სარიტუალო სახლები მოეწყო, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებს.  2016 წელს სოფელ წიფაში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 25 აღსაზრდელზეა გათვლილი, დსაქმებულია 7 ადგილობრივი. 2017 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ გოლათუბნის ცენტრალური გზის 1 500 მეტრიან მონაკვეთს, რომელზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო, როგორც დაბალი, ასევე მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის. აღნიშნული გზის 500 მეტრიანი მონაკვეთი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ხოლო 1 000 მეტრიანი მთის განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.   2017 წელს კეთილმოეწყო ასევე, წიფის სასოფლო გზები ორ მონაკვეთზე, საერთო ჯამში 2 200 მეტრამდე ამორტიზებულ გზაზე დაიგო ბეტონის საფარი.  2019 წელს სოფელ წიფაში გოლათუბანთან დამაკავშირებელი ახალი ხიდბოგირი მოეწყო, რომლის მშენებლობაც სტიქიის ფონდიდან დაფინანსდა. ამავე ფონდიდან დაფინანსდა ასევე, წიფის სადგურის უბანში მრავალბინიანი კორპუსის გადახურვის სამუშაოები.   2019 წელს მთის განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით რეაბილიტაცია ჩაუტარდება გოლათუბანში სხევარის უბნისა და სადგურის უბნის გზებს. ჯამში 1 800 მეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. აღნიშნულ უბნებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2019 წლის მონაცემებით, 654 ადამიანი ცხოვრობს. 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. გამომდინარე აქედან, წიფის ადმინისტრაციული ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი არამიგრაციული ცენტრია, რაზეც დადებითად იმოქმედა მთის განვითარების პროგრამამ და ყველა იმ შეღავათმა, რითაც აღნიშნულ ერთეულში ოთხივე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.   წიფის ადმინისტრაციული ერთეული ჩხერიმელას ხეობაში, ხარაგაულიდან 29 კილომეტრში მდებარეობს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/67117748_1975090319257623_7110128954765213696_n.jpg
23/07/2019 09:40

სოფლის პროექტებით მოლითის თემში გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ბაბში, ანიულაში, დეისში და ბეჟათუბანში საუბნო გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ სოფლებში საერთო კრება, 11 თებერვალს გაიმართა, სადაც მოსახლეობამ პრიორიტეტი თავად შეარჩია.   ვრცლად იხილეთ ➘   http://kharagaulinews.gov.ge/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/page/553#  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0930.JPG
22/07/2019 17:25

ხარაგაულში „დღის ბანაკი„ დაიწყო

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში 5 დღიანი პროექტი, „დღის ბანაკი“ დაიწყო. იდეის ავტორი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თანამშრომელი მარინა ვეფხვაძე ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელება წლებია უნდოდა, თუმცა ვერ ახერხებდა. პროექტში, ამ დროისთვის 32 ახალგაზრდაა ჩართული, ბანაკში არიან როგორც ადგილობრივები, ასევე დამსვენებლები. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის მაია ბლუაშვილის ინფორმაციით, ბანაკი ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი პროგრამებითაა დატვირთული. ბავშვები ყოველი დღის გეგმას დილით თავად ადგენენ და აქტივობებს სურვილის მიხედვით არჩევენ. ახალგაზრდების სახლში მათ ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ და მთელი დღის განმავლობაში ჩაი-ყავა, ტკბილეულით, შუა დღით კი, სადილით უმასპინძლდებიან. ბანაკის მონაწილეები სამ ჯგუფად არიან დაყოფილები. არის შეჯიბრებები, რომელსაც სპეციალური ჟიური აფასებს.  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში რამდენიმე სივრცე და ერთი საკონცერტო დარბაზია. ასე, რომ დილის 9 საათიდან, საღამოს 17 საათამდე ბანაკის მონაწილეებს ნამდვილად აქვთ შესანიშნავი გარემო იმისთვის, რათა ზაფხულის არდადეგები, შინაარსიანად, საიმედო გარემოში გაატარონ.   დღის ბანაკს, ხვალიდან, კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა შეუერთდება. მონაწილეებს დღის განმავლობაში გარეთ გასვლა ეკრძალებათ, მაგრამ როგორც თავად აღნიშნავენ დრო ისე გადის ამის არც სურვილი გასჩენიათ და არც საჭიროება დამდგარა. დღის ბანაკს ერთი მენეჯერი ყავს - თათია ჭიპაშვილი, რომელიც ახალგაზრდებს აქტივობების ორგანიზებაში და დღის დაგეგმვაში ეხმარება. პროექტი, პარასკევს, 26 ივლისს, ღია ცის ქვეშ, საზეიმოდ დაიხურება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0440.JPG
19/07/2019 15:37

რა გაკეთდა ნადაბურში - ხელისუფლების ანგარიში მოსახლეობას

ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეული სოფელ ნადაბურსა და მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ გოლისს აერთიანებს.   ნადაბური ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ერთეულია ხარაგაულში, სადაც 2014 წლის მონაცემებით, დემოგრაფიული თვალსაზრისით, მოსახლეობის მნიშვნელოვანი მატებაა დაფიქსირებული. იმ დროისთვის ადმინისტრაციულ ცენტრში 400-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 2019 წელს მოსახლეობის რაოდენობამ 500-ს მიაღწია. 2014 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნადაბურში, ძამულის, ჭალის და ქვრივიშვილების უბანში, მგზავრთა მოსაცდელები მოეწყო.  2017 წელს სოფელში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 25 აღსაზრდელზეა გათვლილი. დასაქმებულია 6 ადგილობრივი. წლების განმავლობაში ნადაბურის მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა ამორტიზებული ცენტრალური საავტომობილო გზა, რომლის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო 2018 წელს და ამ დროისთვის, 5,5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტი ითვალისწინებს, ცხაურების, სანიაღვრე არხების, მილხიდების და გვერდულების მოწყობას. პროექტის ფარგლებში კეთდება ასევე 12 მეტრიანი გაბიონი მდინარე ძირულას ნაპირზე. 2018 წელს, სოფლის ცენტრში, მდინარე ძირულაზე აშენდა ნაპირსამაგრი საყრდენი კედელი, რომლის უქონლობაც ადიდებული მდინარისა და წყალმოვარდნების დროს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას. 2019 წელს აშენდა სამი ახალი ხიდბოგირი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთი ბონდის ხიდს ძამულის უბანში. მოძველებული ხიდბოგირები საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის გადაადგილებას და წლების განმავლობაში აღნიშნული პრობლემა მწვავედ იდგა ადგილობრივი მაცხოვრებლების წინაშე. 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნაწილობრივ შემოიღობა სასაფლაოები სოფელ გოლისში და ძამულის უბანში. 2019 წელს დაიწყო სოფელ ნადაბურისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. კერძოდ,  საჩხერე-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოების ჩატარება. პროექტის მომზადების შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერს გზის მშენებლობის მიზნით გამოაცხადებს. საუბარია ლიჩი-ნადაბურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობაზე, რომლის დასრულებაც 2020 წელს იგეგმება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეულის მაღალმთიან სოფელ გოლისის ცენტრალურ გზას, ბოლო 5 წლის განმვალობაში პერიოდულად უტარდება რეაბილიტაცია. სოფლის გზა საკმაოდ რთულ რელიეფზე მდებარეობს და იქ ბეტონის საფარის მოწყობა ვერ ხერხდება. ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეული ზ.დ. 760 მეტრზე, ხარაგაულიდან 53 კილომეტრში, მდინარე ძირულას მარცხენა სანაპირზე მდებარეობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9579.JPG
18/07/2019 16:29

ხარაგაულში სამაგიდო თამაშების კვირეული ჩატარდა

ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, კინოთეატრი ფოიეში, მოყვარულთათვის სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი ჩატარდა. თამაშები ნარდის მოყვარულებით დაიწყო და ჩემპიონატში 22-მა მსურველმა მიიღო მონაწილეობა. პირველი ადგილის მფლობელი მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი დავით ჩადუნელი გახდა, ხოლო მეორე ადგილი საკრებულოს დეპუტატმა დავით კიკნაძემ მოიპოვა. ასევე 22-მა მოხალისემ (11-მა წყვილმა) გამოთქვა სურვილი დომინოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის. თამაშის გამარჯვებული გახდნენ მამა-შვილი თენგიზ და ირაკლი კიკნაძეები, მეორე ადგილ კი, პაატა ვეფხვაძისა და ალეკო ტაპატაძის წყვილმა დაიკავა. სამაგიდო თამაშების კვირეული ჭადრაკის ჩემპიონატით დასრულდა, რომელში მონაწილეობის  სურვილი 6 -მა მონაწილემ გამოთქვა. ამ უკანასკნელში კი, პირველი ადგილი გიორგი ღონღაძემ დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე დომინოს გამარჯვებული ირაკლი კიკნაძე გავიდა. გამარჯვებულები სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0879.JPG
18/07/2019 15:10

ხევი-უბისას ავტობანზე ადგილობრივები დასაქმდებიან

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მშენებელი კოპანიის “Hunan Road and Bridge Construction Group“ -ის წარმომადგენლები შეხვდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ხევი-უბისას პროექტსა და სურვილის შემთვევაში მშენებელი კომპანიის მხრიდან, მშენებლობის პირველ ეტაპზე წარმოდგენილ ვაკანტურ მიმართულებებს გაცნობოდა. აღნიშნული მიმართულებებია: მიწაზე მომუშავე პერსონალი, ოპერატორები, ლითონზე მომუშავე პერსონალი, ბეტონზე და ხის მასალაზე მომუშავე პერსონალი, შემდუღებლები, ელექტრიკოსები, გეოდეზისტები, არმატურის მქსოველები, მექანიკოსები, დამხმარე მუშები და ბეტონის ქარხნის ოპერატორი. კომპანია აღნიშნულ მონაკვეთზე 1 000-ზე მეტი მუშა-ხელი სჭირდება. დასაქმების მსურველებმა შეგიძლიათ მიმართოთ სოფელ ბორითში მდებარე კომპანიის მთავარ ოფისს, ან დარეკოთ საკონტაქტო პირთან - 593 31 76 18 გიზო კიკვაძე. ამ ეტაპზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები, სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობის სამუშაოები, კომუნიკაციის გადატანის პროექტის მომზადება და ნარჩენების განსათავსებელი ადგილის შერჩევა მიმდინარეობს. პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/66748129_2264006667182736_3942221498835533824_n.jpg
16/07/2019 18:06

კიცხის და ლაშეს გაზიფიცირება იწყება

მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი გაზიფიცირდება.  კიცხსა და ლაშეში კომპანიამ უკვე დაასაწყობა მილები, რითაც აღნიშნული სოფლების ბუნებრივი აირით უზრუნველსაყოფად, მაგისტრალის მშენებლობა უნდა დიწყოს.  სამუშაოების დასრულების შემდეგ ხარაგაულში კიდევ, 621 აბონენტი გაზიფიცირდება. კიცხის და ლაშეს გაზიფიცირებას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს. ამ დროისთვის ბუნებრივი აირით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 5 სოფელი ჩხერი, ბაზალეთი, ჯაფაროული, თეთრაწყარო და ისლარი სარგებლობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/64418085_2716288188445265_2755897410797436928_o.jpg
16/07/2019 17:03

ანონსი!

17 ივლისს, 13:00 საათზე, სოფელ ბორითის კულტურის სახლში,  რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკევთის მშენებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ლევან კუპატაშვილი და ალექსანდრე ტყევდორაძე, იმერეთის რეგიონის რწმუნებულის მ.შ. ზვიად შალამბერიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, მშენებელი კოპანიის  “Hunan Road and Bridge Construction Group“ -ის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. მისამართი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელ ბორითის კულტურის სახლი  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0711.JPG
12/07/2019 15:11

ხარაგაულის საკათედრო ტაძარში პირველი წირვა აღევლინა

დღეს ხარაგაულის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის ახლადაშენებულ საკათედრო ტაძარში პირველი წირვა-ლოცვა ჩატარდა. პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამეუფეო წირვა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა(ხაჩიძე) აღავლინა. ხარაგაულში პირველი საკათედრო ტაძრის მშენებლობა( ფონდის დირექტორი ცეზარ ბუბულაშვილი) ათწლეულია მიმდინარეობს. ხარაგაულის მერიის ხელშეწყობით და შემოწირულობებით ტაძარი რამდენიმე თვის წინ დაიხურა და აღიმართა ჯვარი. დღეის მდგომარეობით მოპირკეთებულია მხოლოდ პირველი სართული, სამუშაოები ჯერ ისევ გასაგრძელებელია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ პეტრე-პავლობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს ხარაგაულისთვის!
სრულად