საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dfghfgjjkljkl.jpg

ხიდარში ახალი სკოლა გაიხსნა

ხარაგაულის სოფელ ხიდარში ახალი დაწყებითი განათლების საჯარო სკოლა გაიხსნა.

მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა 20 აღსაზრდელზეა გათვლილი და თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარითაა აღჭურვილი. 

სკოლის ახალი შენობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძემ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზვიად როსტომაშვილმა ერთობლივად გახსნეს.

ხიდრის ახალ, ოპტიმიზირებულ სკოლაში ამჟამად, 16 აღსაზრდელი განაგრძობს სწავლას. 

შენობა აგებულია თანამედროვე, ენერგო ეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალით. პროექტი მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსებულია აქტივობის კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო. 

სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. სკოლის მშენებლობაზე ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა. 

ნანახია: 4359 - ჯერ