საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1359.JPG
12/02/2020 11:57

ხიდარში სოფლის პროგრამებით ოთხ მცირე პროექტს გააკეთებენ

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ხიდარში საერთო კრება ჩატარდა. მოსახლეობამ გამოყოფილი 16 ათასი ლარი რამდენიმე მცირე პროექტზე გადაანაწილა და შერჩეული პროექტები ხელმოწერით დაადასტურა. შედგა ოქმი, რის საფუძველზეც სოფელი ზემოთ აღნიშნულ თანხას მიიღებს. პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: ხიდ ბოგირის მოწყობა სარიტუალო დარბაზთან, ავეჯის შეძენა ამბულატორიის შენობისთვის, საბავშვო ბაღის ეზოსთვის ატრაქციონის შეძენა და ადმინისტრაციული შენობის ეზოს კეთილმოწყობა! სოფლის საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება, რომელსაც მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ხელმძღვანელობს!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/85113009_2674968932750263_2274599278208876544_o.jpg
11/02/2020 10:39

კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის კრებები ჩატარდა

კიცხის ადმინისტრაციული ერთეულის ხუთი სოფლიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრება ოთხ სოფელში შედგა. ერთი იდეის გარშემო ვერ ჩამოყალიბდა თეთრაწყაროს მოსახლეობა, რის გამოც კრება გადაიდო! სოფელ ბორის მოსახლეობამ, 12 000 ლარი სამ პროექტეზე გაანაწილა. აღნიშნული თანხით მოაწყობენ ჭაბურღილს ფაიქრიძეების უბანში, მოხრეშავენ საუბნო გზებს და დარჩენილი თანხით მოაწყობენ გარე განათებას. სოფელ კიცხში, სადაც 16 000 ლარია გამოყოფილი პრიორიტეტი საუბნო გზების მოხრეშვას მიანიჭეს, ამავე თანხაში გააკეთებენ ასევე, ბეტონის სანიაღვრე არხს ერთ-ერთ უბანში და მოაწყობენ მოსაცდელს. კიცხის ოგორეთში 10 000 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით მოსახლეობა წყლის სათავე ნაგებობას შეაკეთებს და საუბნო გზებს მოხრეშავს. სოფელ საქარიქედის მოსახლეობამ გადაწყვიტა კუთვნილი 12 000 ლარი ასევე, საუბნო გზების მოხრეშვას, წყლის სათავე ნაგებობაზე დებეტის დამატებას და გარე განათების მოწყობას მოახმაროს. სოფლის საერთო კრებები კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ ჩაატარა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0104.JPG
07/02/2020 12:47

მოლითის თემის რვა სოფელში პრიორიტეტები განსაზღვრეს

ხარაგაულში სოფლის საერთო კრებების ჩატარება მიმდინარეობს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე უძღვება! სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მეორე წელია, მოსახლეობა მცირე პროექტებს თავად ირჩევს და არჩეულ პრიორიტეტს საერთო კრების ფორმატში ხელმოწერით ადასტურებს. 4-5 თებერვალს სერთო კრებები გაიმართა მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის რვა სოფელში, სადაც დგილობრივებმა შემდეგი პროექტები აირჩიეს: სოფელ ანიულას მოსახლეობა 10 000 ლარით გარე განათების სისტემას მოაწყობს და წყლის მილებს შეიძენს. სოფელ ნებოძირის მოსახლეობა 12 ათასი ლარით სოფლის ცენტრალურ გზაზე გარე განათების სიტემას მოაწყობს. სოფელ მოლითის მოსახლეობამ 12 000 ლაით ასევე, გარე განათების და წყლის სისტემების მოწესრიგება აირჩია.  ბეჟათუბანში პრიორიტეტი სოფლის ცენტრალური და სასაფლაოსკენ მიმავალი გზის შეკეთებას მიანიჭეს, რისთვისაც 10 000 ლარს დახარჯავენ! ქვების მოსალეობამ, მათთვის განკუთვნილი 12 000 ლარით, ზედა უბანში წისქვილის რეაბილიტაცია, ქვედა უბანში გარე განათების სისტემის მოწყობა და ერთ რთულ მონაკვეთზე გზის მოხრეშვა აირჩია. სოფელ დეისის საერთო კრებაზე შეკრებილმა მოსახლეობამ კუთვნილი 10 000 ლარი შიდა გზების მოხრეშვასა და წყლის სისტემის მოწყობაზე გადაანაწილა. ჭარტალის მოსახლეობა, ასევე 10 000 ლარით წისქვილის რეაბილიტაციას და გზაზე სანიღვრე არხის მოწყობას გეგმავს. ბაბში სოფლის ცენტრალურ გზაზე გარე განათების სისტემას მოაწყობენ, რისთვისაც სოფლისთვის გამოყოფილ 10 000 ლარს დახარჯავენ.   ხარაგაულში სოფლის საერთო კრებების ჩატარება 20 თებერვალს დასრულდება. მუნიციპალიტეტმა მცირე პროექტების დასაფინანსებლად 2020 წელს 890 000 ლარი მიიღო.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/84094975_2669747459939077_4360097464271765504_n.jpg
05/02/2020 18:16

რა პრიორიტეტები შეირჩა ბაზალეთის თემში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ საერთო კრებების ჩატარება დაიწყო. პირველი შეხვედრა ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართა, სადაც თემში შემავალი ოთხი სოფლის მოსახლეობამ მცირე პროექტების დასაფინანსებლად პრიორიტეტები თავად შეარჩია. საერთო კრებებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ღია კენჭისყრით ბაზალეთის მოსახლეობამ, გამოყოფილი 12 000 ლარით მესხებისა და თაბუკაშვილების უბანში გზის შეკეთება და გარე განათების მოწყობა აირჩია. ღარიხევის მოსახლეობამ 10 000 ლარით წყლის სისტემებისთვის მასალების შეძენა და გარე განათების მოწყობა გადაწყვიტა. სოფელ წიფში ასევე, 10 000 ლარით ცენტრალურ გზაზე ღამის განათება მოეწყობა. ქროლში ცენტრალურ გზაზე გარე განათებისა და მაქაძეების უბანში წყლის სისტემის მოწყობაზე მოსახლეობამ 10 000 ლარი გადაანაწილა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 890 000 ლარი გამოეყო.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0907.JPG
31/01/2020 15:13

აფხაზეთის მთავრობა ხარაგაულში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციასთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან ერთად დევნილი მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო. გამოიკვეთა კონკრეტული საკითხები, რომელთა მოგვარებაზე მთავრობის წარმომადგენლები კოორდინირებულად იმუშავებენ. შეხვედრაზე, რუსლან აბაშიძემ, მოსახლეობას, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ხარაგაულში სულ 89 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სოფლებში არიან ჩასახლებული. მნიშვნელოვანია, რომ ხარაგაული არის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც სოციალური პროგრამის ფარგლებში იძულებით გაადგილებული პირები იღებენ ყოველთვიურ დახმარებას, კომუნალური გადასახადებისთვის. დევნილებთან შეხვედრაში იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0798.JPG
28/01/2020 17:32

ხარაგაულში ტაძრის მშენებლობის ფონდის საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა

26 იანვარს, ხარაგაულში, მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის ინიციატივით, საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა!   საერთო ჯამში, საქველმოქმედო აქცია-კონცერტის ფარგლებში შემოწირულობის სახით შემოვიდა 24 450 ლარი. ღონისძიება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და მასში ხარაგაულის შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ. სპეციალური მოწვევით ორი სიმღერა შეასრულა ასევე, ევროპაში სახელგანთქმულმა საოპერო მომღერალმა, წარმოშობით ხარაგაულელმა, მამუკა ლომიძემ. კონცერტის მსვლელობის დროს მოკლედ მიმოიხილეს საკათედრო ტაძრის მშენებლობის ისტორია, რომელიც 10 წლის წინ დაიწყო. გაიხსენეს მშენებლობის ფონდის აწგარდაცვლილი ხელმძღვანელი ცეზარ ბუბულაშვილი. დამსწრე საზოგადოებას და მსმენელებს ღონისძიების წამყვანებმა მიაწოდეს ინფორმაცია წლების განმავლობაში შემოწირულობების სტატისტიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ! მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაჩიძემ, რომლის ლოცვა-კურთხევითაც ჩატარდა აღნიშნული ღონისძიება, სხვადასხვა პერიოდში, ტაძრის მშენებლობაში აქტიურ მონაწილეებს სამადლობელი სიგელები გადასცა. აქცია-კონცერტს ესწრებოდნენ მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელ-მონაზვნები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. ასევე, სპეციალურად ამ დღისთვის, თბილისიდან ჩამოსული სტუმრები და ხარაგაულელი ბიზნესმენები, რომლებმაც ტაძრის მშენებლობის ფონდში სოლიდური შემოწირულობები გაიღეს.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gerbi.jpg
23/01/2020 18:01

ხარაგაულს თანხა არ დაუკარგავს - მერია განცხადებას ავრცელებს!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხარაგაულს საქართველოს მთავრობის 21 იანვრის განკარგულებით 4 093 472 ლარი გამოეყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტს თანხა არ დაუკარგავს, როგორც ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის ბოლოს დაკავებული 8 პროექტის დასაფინანსებელი 1 მილიონ 032 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტს, მთავრობის ჯერ 15 იანვრის, შემდეგ კი 21 იანვრის განკარგულებების მიხედვით, ისევ გადმოეცა. აღნიშნული თანხით კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება რვა სოფლის ცენტრალურ გზას, საერთო ჯამში 4 მილიონ 093 ათასი ლარით ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება. მიმდინარე წელს პრიორიტეტი საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება. 2020 წელს ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება: სოფელ მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; სოფელ ბაბში გზის რეაბილიტაცია; სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია; დაბა ხარაგაულში ფეხბურთის სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია და კალათბურთის მოედნის მშენებლობა; სოფელ ქვების გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი); ღორეშის ა/ერთეულში კვადოურის გზის რეაბილიტაცია; ბორითში გოჭოურის უბნის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი); ჩხერის გზის რეაბილიტაცია პირველი ეტაპი; უბისა, ჭალის უბანში გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრის მოწყობა (პირველი ეტაპი); მაქათუბანში ბოჟაძეების, გამცემლიძეების და გორგაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია. ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ღვერკი-ხორითის დამაკავშირებელი გზა; სოფელ ჯაფაროულის გზის რეაბილიტაცია; ბორითი-ღორეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) კვესრევი-ამაშუკეთი; ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; სოფელ სარგვეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი); სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია; სოფელ დეისის მეორე უბნის გზის რეაბილიტაცია; სოფელ ხიდარში ჯორტების საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ზარანში გზის რეაბილიტაცია", - აღნიშნულია განცხადებაში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_2%2012.png
23/01/2020 14:33

ხარაგაულში კალათბურთის მოედანი მოეწყობა

2020 წელს ხარაგაულში კალათბურთის მოედანი მოეწყობა.  ბოლო რამდენიმე წელია ხარაგაულში წარმატებით ხორციელდება და ყოველ წელს უფრო მეტ მასშტაბებს იძენს, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის პროექტი - ქუჩის კალათბურთი(street ball).  სპორტის ეს სახეობა ერთადერთია ხარაგაულში, რომელშიც ყველაზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული და ის, ზაფხულობით ორ ასაკობრივ ჯგუფში ტარდება.  გამომდინარე იქედან, რომ პროექტის ჩასატარებლად ახალგაზრდებს არ ქონდათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გადაწყდა კალათბურთის მოედანი მოეწყოს ღია ცის ქვეშ, საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე, იქნება დასასვენებელი, თავისუფალი სივრცე. კალათბურთის მოედნის მოწყობა რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ხარაგაულის საფეხურთო მოედანს. საერთო ჯამში, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხარაგაულში 247 505 ლარია გამოყოფილი. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0763.JPG
23/01/2020 10:13

საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო!  ახალი სკოლამდელი განათლების დაწესებულება იქნება თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული, ორ სართულიანი შენობა, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.  საბავშვო ბაღის მშენებლობას საღანძილეში მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, პროექტის ღირებულება 700 000 ლარია. სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_3.png
22/01/2020 17:08

ხარაგაულში 2020 წელს 20 პროექტი განხორციელდება

ხარაგაულს საქართველოს მთავრობის 21 იანვრის განკარგულებით 4 093 472 ლარი გამოეყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტს თანხა არ დაუკარგავს, როგორც ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წელს დაკავებული 8 პროექტის დასაფინანსებელი 1 მილიონ 032 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტს, მთავრობის, ჯერ 15 იანვრის, ხოლო შემდეგ 21 იანვრის განკარგულებების მიხედვით, ისევ გადმოეცა. საერთო ჯამში 4 მილიონ 093 ათასი ლარით ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება. მიმდინარე წელს პრიორიტეტი საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება. 2020 წელს ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება: ▷ სოფელ მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; ▷ სოფელ ბაბში გზის რეაბილიტაცია; ▷ სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია; ▷ დაბა ხარაგაულში ფეხბურთის სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია და კალათბურთის მოედნის მშენებლობა; ▷ სოფელ ქვების გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი); ▷ ღორეშის ა/ერთეულში კვადოურის გზის რეაბილიტაცია; ▷ ბორითში გოჭოურის უბნის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი); ▷ ჩხერის გზის რეაბილიტაცია პირველი ეტაპი; ▷ უბისა, ჭალის უბანში გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრის მოწყობა (პირველი ეტაპი); ▷ მაქათუბანში ბოჟაძეების, გამცემლიძეების და გორგაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია. ▷ ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ▷ ღვერკი-ხორითის დამაკავშირებელი გზა; ▷ სოფელ ჯაფაროულის გზის რეაბილიტაცია; ▷ ბორითი-ღორეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) კვესრევი-ამაშუკეთი; ▷ ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ▷ სოფელ სარგვეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი); ▷ სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია; ▷ სოფელ დეისის მეორე უბნის გზის რეაბილიტაცია; ▷ სოფელ ხიდარში ჯორტების საუბნო გზის რეაბილიტაცია; ▷ სოფელ ზარანში გზის რეაბილიტაცია;
სრულად