ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპექტაკლი - „მოყვასისათვის შეწირული“ წარადგინა.
სპექტაკლი დიდი ქართველ მეცნიერსა და მოღვაწეს, მიხეილ თამარაშვილის დაბადებიდან 160 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი სამცხე_ ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ახალციხის მუნიციპალიტეტის მიწვევით იმყოფებოდა.
შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ახალციხის სკოლების მოსწავლეები, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.