საკრებულოს ბიუროს როგგარეშე სხდომა 10 დეკემბერს, 11 საათზე დაიწყება.
სხდომაზე ბიუროს წევრები, 16 დეკემბრის რიგგარეშე საკრებულოს სხდომის, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით
იმსჯელებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2021 წლის 10 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის
საკითხთა ნუსხა
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს: კახაბერ გოლუბიანი
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ.
მომხს: პეტრე შარიქაძე
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის N 3 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს: პავლე კიკალიშვილი
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს: მანანა ბარბაქაძე
6. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხს: მანანა ბარბაქაძე