ახალი ამბულატორიის მშენებლობისათვის, მერიამ საკრებულოს ხევში მდებარე 300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემის თხოვნით მიმართა .
აღნიშნული საკითხით, დღეს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე მიმართა.
ამბულატორიის მშენებლობას , რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელი ,,Hunan Road and Bridge Construction Group“ -ი კომპანია უზრუნველყოფს.
ხევში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ხევი-უბისას მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გამო შენობა წითელ ზონაში მოხვდა.