სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_Dasd565asdC0090.JPG

ხარაგაულის სათნოების სახლს ახალი დირექტორი ჰყავს

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით,  ა(ა) იპ ,,სათნოების სახლის" დირექტორად თამარ შავიძე დაინიშნა.
დღეს სათნოების  სახლის ახალი დირექტორი თანამშრომლებს მერის პირველმა  მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა წარუდგინა. 
 
მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი:
 
,, მერის, კობა ლურსმანაშვილის  გადაწყვეტილებით სათნოების სახლის დირექტორად  თამარ შავიძე დაინიშნა. ვფიქრობ, ის ჯეროვნად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და რაც მთავარია, გააუმჯობესებს ურთიერთობებს ბენეფიციარებთან, ორგანიზაცია გახდება უფრო მოქნილი და კმაყოფილების ხარისხი გაიზრდება.
პიროვნების შეცვლა კი არ არის მნიშვნელოვანი, მიდგომები უნდა შეიცვალოს. მაქსიმალური კონტროლი იქნება მერიის მხრიდან, რადგან,ზოგადად და მითუმეტეს პანდემიის დროს,  ასეთი სოციალური სერვისის გამცემი ორგანიზაციის  მუშაობა  აუცილებელია ეფექტური იყოს.
 
თამარ შავიძე , სათნოების სახლის დირექტორი: 
,,ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ორგანიზაციის ავტორიტეტი, ჩემი მცდელობა იქნება უფრო ეფექტური გახდეს ორგანიზაციის საქმიანობა. მერიასთან კოორდინირებული მუშაობით ვეცდებით გვქონდეს სიახლეებიც , და უფრო მეტ შეჭირვებულ ადამიანს მივაწოდოთ ჩვენი მომსახურეობა."
 
თამუნა შავიძეს დამთავრებული აქვს თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ,,გორგასალი“ , სპეციალობით სტომატოლოგია.
იგი 2014 წლიდან - 2018 წლამდე  ა(ა)იპ ,,ხარაგაულდასუფთავება“- ში შესყიდვების სპეციალისტად, ხოლო 2018 წლიდან დღემდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში  მუშაობდა.
ნანახია: 1095 - ჯერ